მაგ რიცხვებით დავძებნე კვლევა, წყარო მაინტერესებდა, ესაა 2019 წლის კვლევა (
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC6804046/ ) იმავე წელს, აშშ-ს გულის დაავადებათა ასოციაციამ მიმოიხილა ეგ და სხვა კვლევაც, რომელიც ადგენდა გულის დაავადებებით გარდაცვალების და წითელი ღვინის მოხმარების კავშირს (კავშირს და არა მიზეზს)
https://www.heart.org/en/news/2019/05/24/dr...efore-you-toastსაიდანაც გამოირკვა, რომ არსებობს ასეთი სტატისტიკა თუმცა რეალურად ღვინის გამოა თუ არა, არცერთ კვლევას არ დაუდგენია და დიდი ალბათობით რაც ხდებოდა, ვინც ასეთ ცოტა ღვინოს სვამდა, თანაც წითელს (150 გრამს) ისედაც ხმელთაშუაზღვის საკვებს იღებდა და რეალურად მიზეზიც ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო და არა ღვინო.
უფრო მეტიც, საუბარია არა კონკრეტულად ღვინოზე არამედ წითელი ღვინის ყურძნის კანში არსებულ ნივთიერება რესვერატროლზე (ავერსის ნახსენებ კვლევაშიც იმეორებენ ამას) რომელიც ასევე მოცვში გვხვდება და თუნდაც მიწის თხილში. თუმც თავად ამ ნივთიერების კარდიოპროტექციული თვისებებიც ასევე ეჭვქვეშაა.
ისე რომ არა, უსაფრთხო დონე ალკოჰოლისთვის არ არსებობს.