#62124738 · 15 Jun 2025, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისრაელის შეტევამ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საქართველოში რადიაციული დაბინძურების შიშები გააღვივა.
მინდა, დაგამშვიდოთ )
ნათანზის ბირთვული ობიექტი არ არის ბირთვული რეაქტორი. ურანის გამამდიდრებელი ქარხანაა, სადაც ურანის იზოტოპების (ძირითადად, U-235-ის) გამდიდრება ხდება გაზცენტრიფუგების საშუალებით.
განსხვავებას რომ მიხვდეთ:
ბირთვული ელექტროსადგური ენერგიას გამოიმუშავებს ბირთვული რეაქციით. მასში დიდი რაოდენობით რეაქტორებია, რომლებიც ბირთვულ საწვავს, უმეტესად, დაბალგამდიდრებულ ურანს იყენებენ. გამოყენების შემდეგ, ამ საწვავში რადიოაქტიური იზოტოპების ძალიან მაღალი დონეა. ამიტომ, თუ რეაქტორი დაზიანდა, აფეთქდა, როგორც, მაგალითად, ჩერნობილში ან ფუკუშიმაში, ხდება რადიაციული დაბინძურება.
რაც შეეხება ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებს, სადაც ურანს ამდიდრებენ, ბირთვულ კვლევებს აწარმოებენ ან იარაღს ავითარებენ, იქ არ ხდება ბირთვული რეაქტორის მეშვეობით ენერგიის გამომუშავება და არ არის დიდი რაოდენობით გამოყენებული საწვავი, რაც ფუნდამენტურად ამცირებს რადიაციული დაბინძურების რისკს.
ამიტომ, ურანის გამამდიდრებელი ობიექტის აფეთქებისას, შეიძლება, გარკვეული რაოდენობით რადიოაქტიური ნაწილაკები მოხვდეს ჰაერში, თუ იქ ურანის ფხვნილია, მაგალითად, ან გაზის ფორმითაა, მაგრამ ეს არ იქნება ჩერნობილის ან ფუკუშიმას მსგავსი კატასტროფა. რადიაციული დაბინძურება იქნება ლოკალური, ობიექტის გარშემო. საქართველოში საფრთხე არ გვემუქრება )
დავიშალეთ
This post has been edited by UMTS on 15 Jun 2025, 19:01
|