#62126545 · 16 Jun 2025, 17:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ ვუსმენდი უცხოურ პოდკასტს, სადაც საუბრობდნენ თანამედროვე სახლებში სიმყუდროვის დეფიციტზე და მერე იყო საუბარი აბა ბოლოს როდის ნახეთ მყუდრო სახლი, მით უმეტეს თუკი ის ახალაშენებულიაო. არ დაუსვამს კითხვა წამყვანს, მაგრემ მე გამიჩნდა კითხვა: რა ქმნის სიმყუდროვეს? მეტი თუ ნაკლები განათება, ავეჯის სტილი, კედლის ფერი, ჭურჭელი, სახლის მეპატრონე თუ რა? და როგორ მივაღწიოთ მეტ მყუდროებას სახლში?
ჩემს ცნობიერებაში მყუდროება ასოცირდება სიწყნარესთან, ზამთარში ბუხართან, ლიმიტირებულ განათებასთან, ხის მასალით ნაშენებ სახლებთან ან კედლის კონსტრუქციასთან, გარეთ სიცივესთან, სახლში სითბოსთან, წითელ ღვინოსთან, კარგ მოსაუბრესთან, ბევრ საბანთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ რაღაც ნახატის ან წიგნის ამბავია. რეალურად რა არის სიმყუდროვე? და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას მით უფრო სახლის რემონტისას ან დიზაინის შეცვლასთან?
--------------------
არ დავივიწყოთ გაგრა! ქოცი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი! დაჩოქებული და განადგურებული რუსეთი უნდა ვიხილოთ. რუსეთის შესახებ მხოლოდ ისტორიის წიგნებში და წარსულ დროში უნდა ლაპარაკობდნენ. რუსეთი და მისი ყველა მოკავშირე ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის მტერია.
|