alahambra
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22628
წევრი No.: 30229
რეგისტრ.: 20-February 07
|
#62160658 · 6 Jul 2025, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სხვების პრობლემები ისე ახლოს მიმაქვს გულთან, რომ საკუთარი უკანა პლანზე გადამყავს. თითქოს არ მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი, სხვა თუ უბედურია და ვერ ვეხმარები.. არ მაქვს უფლება ვუთხრა "არა", როცა ვჭირდები და მე სამაგისო ენერგია არ მაქვს. და ა.შ.
საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ვარ სულიერად და ფიზიკურად გამოფიტული, გაღიზიანებული და დაწრეტილი :დ
|
ასეთ ქცევას People pleaser, მარტივად ,,ფლიზინგი,, ჰქვია: ანუ როდესაც ადამიანი სხვების დაკმაყოფილებას საკუთარი თავის ხარჯზე ცდილობს, ერიდება დაპირისპირებას, კონფლიქტებს და ამიტომ ვერ ამბობს ,,არა,,-ს. და იმის გამო გრძნობს თავს გამოფიტულად, ენერგიისგან დაცლილად, რომ ამას აკეთებს მიტოვების შიშის, დაბალი თვითშეფასების, მარცხის შიშის გამო... და როდესაც ამ შიშებს დაძლევს, თვითშეფასების ამაღლებაზე იმუშავებს და მაინც ექნება შინაგანი მოთხოვნილება დაეხმაროს სხვებს, მაშინ ის უკვე ჩაეწერება ,, სინათლის მებრძოლთა,, რიგებში, მაშინ სხვების დახმარება სიხარულს მოუტანს და ენერგიით აივსება .
იმის თქმა მინდა,რომ რასაც შიშის გამო აკეთებ, ან დაბალი თვითშეფასების გამო, არასდროს მოგცემს ენერგიას, რადგან შინაგანი ,,მე,, აუცილებლად გამოგიცხადებს პროტესტს ,შეგებრძოლება, რაც ენერგიისგან დაგცლის საბოლოოდ. და ეგ ენერგიისგან დაცლა სიგნალია იმის,რომ დროა საკუთარ თავს ჩაუღრმავდე, გაარკვიო ვინ ხარ სინამდვილეში, რა გინდა ამ ცხოვრებისგან , რისი გაცემა შეგიძლია ან არ შეგიძლია.
--------------------
ეძიებდე და ჰპოვებდე
|