Esshttps://www.msn.com/en-us/news/world/iran-s...ike/ar-AA1HlsI9ესეც გამოქვეყნდა, ანუ დემოკრატები ეხლა გაუშვებენ 100 სხვა და სხვა ვერსიას რატომ ჩაიჯვა ტრამპმა. შეიძლება ჩაიჯვა კიდეც, მაგრამ ფაქტია რომ ირანელები არ უარყოფენ ოპერაციის წარმატებულობას, ისინი უფრო აწვებიან "მან არ გვქონდა ჩვენი ბრილიანტებიო!"
ეს არის მოსალოდნელი ამერიკის პოლიტიკაში.
ამერიკას სსრკ-ს დაშლის მერე საპირწონე იდეოლოგიური მოწინააღმდეგე არ ყავს. ჩინეთი რომ ჩინეთია, სიაფანტი "მოწინააღმდეგეა". ინდოეთმა შეიძლება გაქაჩოს მაგრამ ინდოეთს იდეოლოგიური წინააღმდეგობა არ აქვს აშშ-სთან და კოოპერაცია უფრო მოსალოდნელია ვიდრე კონფრონტაცია.
ამ პირობებში აშშ-ს პოლიტიკა მთლიანად მიმართულია შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და თუ სსრკ-ს დროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ასე თუ ისე "სახელმწიფო ინტერესის დონეზე ხელ-შეუხებელი იყო" დღეს ყველაფერი მოსულა თუ მომავალ არჩევნებში გაგიზრდის ძალაუფლებას.
ეს არის ფაქტი. როცა დემოკრატები არიან მმართველობაში რესპები ყველაფერს აკრიტიკებენ, და როცა რესპები არიან მმართველობაში დემოკრატები ყველაფერს აკრიტიკებენ.
მოგიყვანე მაგალითი რა სირობებს ბაზრობდენ რესპი ყლიფონები მედიაში ბენლადინის მოკვლის მერე. თითქოსდა აშშ-ს ნომერ პირველი მტრის მოკვლა სასიხარულო უნდა ყოფილიყო ყველა ამერიკელისთვის, რესპები ობამას აბრალებდენ რომ აქამდე შეეძლო მაგის მოკვლა მაგრამ მაინც და მაინც არცევნების წინ გააკეთა რომ არჩევნებ უპირატესობა მოგეპოვებინაო. სამწუხაროდ, აშშ-ს პოლიტიკურ რეალობაში "ხელ-შეუხებელი სიწმინდეები" აღარ არსებობს. თუ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაში ხელს გიშლის უნდა განადგურდეს, თუ ხელს გიწყობს უნდა გამოიყენო. ეს არის აშშ-ში მაქსიმალური პოლარიზაციის მიზეზი.
ჯერ ჯერობით რაც ცნობილია არის ოპერაციის შედეგიანობა, ანუ ფაქტია რომ ფორდოუ დაანგრიეს. არ ვიცით რა იყო შიგნით, და რა დონეზე დაანგრიეს.
ასევე შეგვიძლია ვიმარჩიელოთ განცხადებების და მოტივაციების მეშვეობით. თუ არაფერი არ იყო მაგ ფორდოუში ამდენი ფული რატომ დახარჯეს?! და თუ ირანელებმა იცოდნენ რომ მაინც აუფეთქებდენ ამ სიღრმეზე, ამდენი ფულის ფასად რატომ შექმნეს ბირთვული ობიექტი რომელსაც არავითარი რეალური მიზანი არ ქონდა?!
ანუ, რაც არ უნდა აციტირო ვიღაცის ანონიმური გაჟონვები, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერავინ ვერ გამცა - რატომ დახარჯა ირანმა ამდენი ფული და რესურსები მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის შექმნაზე თუ ამ ობიექტს რეალურად არავითარი ფასი და მიზანი არ ქონდა?
ასევე დავსვი კითხვა, თუ "საიდუმლოდ გადაიტანეს გამდიდრებული ურანი საიდუმლო საწყობში რატომ გაასაჯაროვეს ეს იერიშიდან საათებში?!" ლოგიკური იქნებოდ თუ "საიდუმლოდ გადამალე, საიდუმლო ადგილას, საიდუმლოდ დარჩენილიყო?!"
ანუ ფიცი მწამს მაგრამ ბოლო მაკვირვებსო, ხომ გაგიგია?!
დრო გვაჩვენებს. ფაქტია რომ ირანს თუ ორი წლის წინ რეგიონალურ ჰეგემონობაზე ქონდა პრეტენზია, დღეს საკუთარ ცას ვერ აკონტროლებს და სტრატეგიულ რესურსებს ჩინგიზ ყაენის საფლავივით მითებით მალავს. არ გამიკვირდება მალე ვინმემ დაწეროს რომ 400 კგ გამდიდრებული ურანი სამმა მძღოლმა ისეთ ადგილას წაიღო სხვა არავინ იცოდა, მერე ისინი სამმა გუშაგთა კორპუსის ერთგულმა სპეცმა მოკლეს, და მერე თავი მოიკლეს!
გამეცი შეკითხვებზე პასუხი და მერე შეიძლება შევთანხმდეთ.