დაახლოებით 15 წლის წინ როცა 27 წლის ვიყავი აქ აქტიური ფორუმელი ვიყავი. იმ დროისთვის ეს ფორუი ბევრისთვის იყო სივრცე, სადაც შეგეძლო საკუთარი აზრი, იდენტობა და ინტერესები ღიად დაგეფიქსირებინა - რაც ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაში რთულიც კი იყო.
მას მერე შეიცვალა ინტერნეტ სივრცე, აქტუალური გახდა სოციალური ქსელები, forum.ge კი აქტუალურობას კარგავდა. მაგრამ დღეს გამახსენდა აქაურობა, შემოვედი აქ და როცა ფორუმის ინტერფეისი ვნახე, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს წარსულში დავბრუნდი. თითქოს ისევ იმ ასაკში ვარ, ვკითხულობ პოსტებს და ვფიქრობ, რა დავაკომენტარო
მაშინ ჩემი ორიენტაციის გამო აქ საკმაოდ ცნობადი ვიყავი

. ბევრ ჰომოფობიურ ან ნეგატიურ კომენტარსაც ვიღებდი ხოლმე, ზოგჯერ პირად შეტყობინებებშიც

და მაინც — მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ის დროც და ის რეაქციებიც, რაღაცნაირად თბილად მახსენდება. ალბათ იმიტომ რომ ნგეტაივის შინაარსები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის რომ ეს ფორუმი იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ჩემი თავი რეალურად გამოვხატე და ეს იყო იმ დროისთვის ბევრისთვის სიმამაცე
ამ თემას კი იმ იმედით ვხსნი რომ იქნებ კიდევ შემოიხედოს ვინმე ძველმა იუზერებმა. იქნებ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით, რაზე ვწერდით, რაზე ვკამათობდით ან რა გვაბედნიერებდა მაშინ
მოკლედ მიხარია რომ ისევ აქ ვარ და მაქვს შანსი რომ წარსულში ვიმოგზაუროთ
ხო მართლა, ახლა 42-ის ვარ და ბოლო წლებია ნოსტალგიამ ჩემთანაც მოუხშირა სტუმრიანობას და ამ ფორუმის გახსენება კიდევ უფრო გაახშირებს მის ვიზიტებს
გარსონა დაბრუნდა ბიჭებო, ტრაკები გადამალეთ