#62135357 · 21 Jun 2025, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგიერთი თვლის რომ დრო ცვლილებაა და სადაც არაფერი იცვლება ის არ გადის. ეს არის დროის თითქოს მარტივი და ლოგიკური ახსნა მაგრამ ეხლა დავწერ რატომ არ ვფიქრობ ასე. ვთქვათ გვაქვს ყუთი რომელშიც არფერია და არაფერი იცვლება. ალბათ შეუძლებელია მაგრამ დავუშვათ. როცა ჩვენთვის გავა 1 საათი ამ ყუთში არაფერი შეიცვლება მაგრამ ამ პერიოდში ხელიდან გაშვებული იქნება ძალიან დიდი რაოდენობის შესაძლებლობა როცა შეგვეძლო გაგვეღო და რაღაც ჩაგვეგდო. ეს არის კონკრეტული რიცხვი და არა უსასრულობა რადგან მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია როგორც ვიცით. მიუხედავად იმისა რომ ყუთში არაფერი შეიცვალა რაღაც მაინც მოხდა რადგან ცვლილების შანსი იქნა ხელიდან გაშვებული.
დიდი აფეთქების რომ დავიჯეროთ აფეთქებამდე მიუხედავად იმისა რომ არაფერი იცვლებოდა ცვლილების შესაძლებლობები არსებობდა როგორც ყუთის შემთხვევაში?
|