#62161524 · 7 Jul 2025, 04:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მემგონი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორივე სქესი ერთად სახელდება ? და ამიტომ ჩემის აზრით სპორტის ამ სახეობის სპეციფიურობიდან გამომდინარე უდაოთ ეთერ ლიპარტელიანია. ეხლა რატო ვახსენე სპეციფიურობა, .ქართული ძიუდო ერთერთი საამაყო სპორტული დისწიპლინაა ქვეყნისათვის , ოღონდ ეს აქამდე ეხებოდა მხოლოდ კაცთა ძიუდოს .რამოდენიმე წლის წინ მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის ჩვენთვის გაუგონარმა გადაწყვეტილებამ თითქმის სამარე გაუთხარა ქართულ გუნდურ ძიუდოს. რადგან ჩვენი ქალთა ძიუდო საკმაოდ არაკონკურენტუნარიანი სპორტი იყო გადაწყდა ჰოლანდიელი ქალი ჯუდოკას ესტერ სტამის მოწვევა , რომ როგორმე მონაწიილეობა მიგვეღო მსოფლი ან ევროპის ჩემპიონატებზე გუნდურ ძიუდოში, თან მხოლოდ მონაწილეობაზე იყო აქცენტი და არა რამე სინჯის მედლებზე, არ ვიცი ესტერის ნატურალიზაციამ იმოქმედა ან არა მაგრამ ჰორიზონტზე გამოჩნდა პატარა გოგო ეთერ ლიპარტელიანი.. რომელსაც თბილისი ოლიმპიური ფესტვალის ოქროს მედალი უმაგრებდა ზურგს , ასევე მზია ბებოშვილმა მოიპოვა გივე მედალი მაგრამ შემდეგ ძიუდოს თვალსაწიერიდან ნისლივით გაქრა, ხოლო რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს მან ეს გზა გაირა შესაშური შეუპოვრობით , ახალგაზრდულ მსოფლიოზე და ევროპაზე მოპოვებული წარმატების შემდეგ უკვე ზრდასრულებში იმედგაცეუება ორ ოლიმპიურ თამაშებზე . მაგრამ არ დანებდა მსოფლიოზე და ევროპაზე პრიზიორობა , . მის მაგალითზე სხვა ქართველმა გოგონებმაც ირწმუნეს ძალა და ჩამოყალიბდნენ კონკურენტულ ძალად . რაც ძალიან წაადგა ქართულ ძიუდოს მთლიანობაში , და აი დადგა 2025 წელი და ეთერისთან ერთად პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდა გუნდურ ძიუდოში მას შემდეგ რაც ის შერეული გახდა . წლების წინ ეს წარმატება უტოპია იყო. და ბოლოს ბუდაპეშტს მსოფლი ჩემპიონატი , აქ ეთერიმ პირდაპირი გაგებით გრიგალივით გადაუარა კონკურენტებს 5 დან 5 ინდივიდუალურ ხოლო 4 დან 4 გამარჯვება გუნდურ შეჯიბრებაში , და ამ 9 ბრძოლიდან მან 8 მოიგო სუფთად ანუ იპონით , რაც კატალიზატორი გახდა მთლიანად ქართული გუნდის არნახული წარმატებისა , საქართველო პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი , ეთერი პირველი ინდვდუალურ მსოფლიო ჩემპიონია ძიუდოს დაარსებიდან დღემდე ქართველთა შორის , მუხედავად ხვიჩას ლიგაზე უდიდესი წარმატებისა , ჩემის აზრით ეთერი უფრო იმსახურებს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს, რადგან ჩვენთვის ასე უიმედო სპორტში ვეფხვივით იბრძოლა და შეუპოვრობის თვალსაჩინო მაგალითი მისცა მომავალ თაობებს ქალთა ძიუდოში და არამარტო. ის იყო ნამდვილი ლიდერი მთლიანად შერეული ნაკრებისა, ქალი რომელიც უკვე ლეგენდად იქცა.
--------------------
სულ გამო###ვდით......
|