#62170431 · 12 Jul 2025, 20:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებულა ჩვენთან რეალურად, იყვნენ ხალხი ვინც იბრალებდა არასამთავრობო ორგანიზაციად ყოფნას, სწორედ მაგათ გამო გახდა "ენჯეოშნიკი" სალანძღავი სიტყვა
ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კაცმა ბანკი დაარსა იმისთვის რომ ეგ ორგანიზაცია დაეფინანსებინა
ჩვენთან 90-იანებიდან კი როგორი სქემა იყო - შემოვიდა დასავლეთი, რომელსაც თავისი იდეოლოგიის გავრცელება უნდოდა, ეს დასავლეთი არის მდიდარი და შეუძლია დააფინანსოს ეს ყველაფერი, დააწესეს გრანტები და ყველას ვისაც არ დაეზარა, შექმნა ენჯეო ფულის ასაღებად
ანუ საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივების შემსრულებლებად კი არ იქცნენ ენჯეოები, არამედ დასავლეთის იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტებად
სწორედ ამიტომ ენჯეოშნიკებს შეექმნათ გაყინული სახის მქონე და დაზეპირებული ფრაზებით მოსაუბრე ტიპების იმიჯი, რადგან ისინი სრულიად იყვნენ მოწყვეტილი საზოგადოებას, დასავლური გრანტების გარეშე საერთოდ ერთ დღესაც ვერ იარსებებდნენ
ნამდვილი ენჯეო კი უნდა არსებობდეს მცირე ბიზნესების დაფინანსების, საკუთარი გამომცემლობებიდან შემოსული თანხების, წევრების შემოწირულობების და მსგავსი შემოსავლების ხარჯზე. კიდევ ერთხელ - ილია ჭავჭავაძემ საკუთარი ბანკი შექმნა ენჯეოები რომ დაეფინანსებინა, უცხოეთიდან კი არ მიუღია დოტაციები.
რაც მთავარია - ენჯეოები საზოგადოების მიერ უნდა შეიქმნას ორგანულად, თავისი შინაგანი ძალებით და არა უცხოური დოტაციებით. გარკვეულ სოციალურ ფენებს თუ ჯგუფებს უნდა გამოხატავდნენ ქვეყნის შიგნით, მისგან წამოსული ინიციატივის შედეგი უნდა იყოს ენჯეოების დაარსება და არა უცხოეთის ინიციატივის, თავისი იდეოლოგია გაავრცელოს უცხო ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში, საკმაოდ სამწუხაროა რომ ამგვარმა სქემამ ნამდვილი, გულწრფელი საზოგადოებრივი აქტივიზმის შესაძლებლობა ჩაკლა, თუნდაც ისეთის როგორიც მე-19 საუკუნეში იყო (კიდევ უამრავი ენჯეო არსებობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარდა), და მის მაგივრად დაამკვიდრა საზოგადოებიდან მოწყვეტილი ვითომ-ენჯეოების ცალკე კასტა, რამაც მთლიანად ენჯეოს ფენომენის დისკრედიტაცია მოახდინა
This post has been edited by Mercurial on 12 Jul 2025, 20:37
|