ისა და ეს არაა დიფსთეითი?
ამიინ

ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მოსკოვში პატრიარქ კირილის თანაშემწესთან ერთად წირა
1 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/33472334.htmlნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პატრიარქ კირილის თანაშემწესთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას ქართველი მღვდელმთავრის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდი ავრცელებს.
კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ.
წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა.
რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტაძარში მყოფებს რუსეთის პატრიარქის კურთხევა გადასცა და მათ სიტყვით მიმართა.
რუსეთში მცხოვრები ქართველების რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამავე წირვიდან გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს ეთნიკურად ქართველი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.
This post has been edited by მაწო:+) on 12 Jul 2025, 16:46