"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის შექმნისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება.
განკარგულება, რომელიც ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აძლევს თანხმობას ამ შესყიდვის განსახორციელებლად.
დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სააგენტოსთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, წელს სვეტიცხოველში წყალი ორჯერ, თებერვალსა და აპრილში ჩამოვიდა.
https://bm.ge/news/mtavroba-svetitskhovlis-...VhrTdrQU1fkIIJg
გელათის შემდეგ სვეტიცხოველსაც ვკარგავთ ქოცების ხელში