Anora/ანორა 2024 წ.
რეჟისორი: შონ ბეიკერი
მონაწილეობენ: მიკი მედისონი, პოლ ვაიზმანი, იურა ბორისოვი
პრიზები: 2025 წ. ოსკარის 5 გზის გამარჯვებული, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმი!
ჩემს იუთუბის არხზე, ცოტა ფილმის რეცენზია მაქვს მაგრამ რაც არის მიმაჩნია რომ კარგია, ასე რომ Verita-ზე პატარა კულტურული ექსპერიმენტი მაქვს — ვსაუბრობ ფილმზე Anora, რომელმაც ოსკარებზე ყველა კარის ზღრუბლი გადალახა და შეაღწია პირდაპირ დასავლეთის კოლექტიურ საბაზო თვითშეფასებაში.
ჩემი სკეპტიკური კითხვა იყო მარტივი:
“ანორა” მართლა ფემინისტური ტრიუმფია? თუ უბრალოდ არტჰაუსური აღიარება იმისა, რომ დასავლეთი თავს ვეღარ იცავს, მაგრამ ლამაზად ტირის?
მოკლედ, ეს არის ვიდეო, სადაც ამერიკას რუსული ფული არათუ კლავს, არამედ ცოტათი მოსწონს კიდეც.
შეიძლება ვცდები — იქნებ მე ვარ ის უცნაური, ვინც სიყვარულში გეოპოლიტიკას ხედავს.

თუ ფიქრობ რომ "Anora" ხელოვნების ზეიმია — გეპატიჟები დებატებში;

თუ ფიქრობ რომ ეს იყო კოლექტიური ქუქოლდობის ბაროკო — ჩემთან ხარ.
ვიდეოში მხოლოდ ჩემი ანალიზია — მუსიკა YouTube-იდანაა, კადრები გუგლიდან, მღელვარება გულიდან.