#62176340 · 16 Jul 2025, 01:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალითი შოუ უნდა გადაიღოს ვინმემ სახელწოდებით: "სიკვდილით სავსე ქალაქში." (რა უდროოდ წავიდა ზაზა ურუშაძე). კალაძემ თბილისი სიკვდილის ქალაქად აქცია. ზოგს სახურავის პარაპეტი ხოცავს, სამწუხაროდ ბავშვებს დენით კლავენ აუზებში თუ ფანჩატურებში, სხვა რიყის დოქებში იღუპება, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს თავს აკვლევინებენ ან კლავენ, ციხეებში ჯალათები ლეწავენ ბაჩიაშვილებს და ვიდეო კამერებზე იტყვიან არ მუშაობდა და ციხეში ვიღაც შემოიპარა, საკნის გასაღები მოგვპარა, ბაჩიაშვილი დალეწა და გაიპარაო. ყველგან სიკვდილია ჩასაფრებული. შესაძლებელია ქუჩებში ნაღმებიც ჩააწყონ. კალაძე მაგარი მეურნე მერია.13 ათასად ყიდულობს სანაგვე ურნებს მილანში და ხალხს ხოცავს. და, ესენი ნაცებზე იძახიან - სადისტები იყვნენო.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|