ბევრი თემაა აქ გახსნილი, შევეცადე ერთად მომეყარა თავი მისი მოღვაწეობისთვის 2012 წლიდან. მანამდე ის კარდინალურად სხვა აზროვნების და მიდგომების იყო, მოხდა მისი სრული მეტამორფოზა ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ. გავყვეთ:
8 ივნისი, 2018
“თეა, წადი!” – აქტივისტებმა იუსტიციის სახლში შავი ბუშტებით წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს
იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა
იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად
თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან
იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი
სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია
წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე
იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;
https://netgazeti.ge/news/284062/ამას მოყვა ძალიან ბევრი წაგებული საქმე იუსტიციის სამინისტროსი რეპრესირებულ თანამშრომლებთან, ანუ ადამიანების, ვინც უკანონოდ გაათავისუფლა წულუკიანმა სამსახურებიდან.
მერე წულუკიანი ინიშნება კულტურის მინისტრად (WTF?!), სადაც იწყებს წმენდას ძალიან ღვაწლმოსილი და ფაქტობრივად შეუცვლელი კადრების. მიზეზები ან განმარტებული არ არის მათ ბრძანებებში, ან ძალიან ბუნდოვანია.
წულუკიანის უწყებას დავა მოუგო მუზეუმიდან კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა
https://netgazeti.ge/news/654268/ასეთ სტატიებს ნახავთ ბევრს, თუ დაგუგლავთ.
ამის მერე წულუკიანი იწყებს კადრების წმენდას კინოცენტრიდანაც, მიზეზი აქაც გაურკვეველია და გაუგებარი გათავისუფლებული ადამიანებისთვის.
გაგა ჩხეიძის თქმით, წულუკიანი მისგან კონკრეტული კინოპროექტების დაფინანსებას მოითხოვდა
https://netgazeti.ge/news/676086/ეს ის გაგა ჩხეიძეა, რომელიც გერმანიამ დააჯილდოვა გოეთეს მედლით.
გოეთეს მედალი გერმანიის რესპუბლიკის საპატიო სახელმწიფო ორდენია. ის გადაეცემათ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციაში.
წელს ეს ჯილდო, ჩხეიძის გარდა, გადაეცათ ტაივანელ დრამატურგს, იი-ვეი კენგსა და უნგრელ კურატორთა კოლექტივს, სახელწოდებით ” OFF-Biennale”.
გოეთეს ინსტიტუტი გაგა ჩხეიძეს მოიხსენიებს საერთაშორისოდ აღიარებულ კინომენეჯერად, რომლის დაარსებული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იქცა ცენტრალურ სივრცედ ქართული და საერთაშორისო კინოს საჩვენებლად, ისევე როგორც შეხვედრების მნიშვნელოვნად ადგილად კინორეჟისორებისთვის, პროდიუსერებისა და დისტრიბუტორებისთვის სამხრეთ კავკასიაში.
https://netgazeti.ge/life/672582/ასევე ამ სტატიაში თავმოყრილია წულუკიანის ბოლშევიკური წმენდა და სტატიასაც ასევე ქვია სათაური:
https://netgazeti.ge/life/589812/?fbclid=Iw..._FEbmizarMdJT-Iდაბოლოს, საია სპეციალური ანგარიშით აფასებს წულუკიანის მოღვაწეობას. ეს ის საიაა, რომლის დახმარებითაც ბევრმა უკანონოდ გათავისუფლებულმა ადამიანმა შეძლო სასამართლოს მოგება რეპრესიების წინააღმდეგ და ქართული ოცნება აქტიურად მოითხოვდა მის აგენდად გამოცხადებას და გაშავებას. აქ მყობი უზერებიც მახსენდება, ზოგი რომ კაითად უყურებდა სიტუაციას, ზოგიც "აპრავებდა" რუსულ კანონს.
რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოსაშორებლად ტარდება, მიზანი კონტროლი და ცენზურაა - საია კულტურის სფეროში ცვლილებებზე
https://www.radiotavisupleba.ge/a/32498814.htmlესეც ანგარიში:
https://shroma.ge/wp-content/uploads/2023/0...96%E1%83%98.pdfჩემი აზრით, სახეზე გვაქვს დიქტატურის აშკარა ნიშნები. ვინც არ მეთანხმებით, საპირისპირო თქვენც არგუმენტირებულად დამიმტკიცეთ. გასაგებია, რატომაც ვერ იტანს დიქტატურა საიას მსგავს გამჭვირვალე ორგანიზაციებს. სწორედ მათზე (და არამხოლოდ) დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს დასავლეთი აქ არსებულ სიტუაციებზე.
This post has been edited by Krusty_the_Clown on 11 Jul 2023, 17:45