#62178023 · 17 Jul 2025, 05:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში აგენტურული ქსელის, ქოცარასტების დედასამშობლო რუსეთის ფედერაციამ, 1992-1993 წლებში ჩაიდინა მასიური სამხედრო დანაშაული აფხაზეთის ქართული მოსახლეობის მიმართ.
ზოგიერთს ავიწყდება დანაშაულების სიმძიმე და მასშტაბი, (ზოგიერთში ქოცები არ იგულისხმებიან, ქოცები თანამონაწილე ფსბ-ს აგენტები არიან). მე აქ ჩამოვწერ დადასტურებული ჩვენებებით თუ რა დანაშაულებებს ქონდა ადგილი. აი აქ მიათრევს ფსბ-ს გავლენის აგენტი ბიძინა (ხიხო) ივანიშვილი და მისი ქოცარასტული ქსელი საქართველოს.
. . . «სოფელ ახალდაბაში ქალები და ბავშვები 6 წლის ზევით თითქმის ყველა გააუპატიურეს. ბევრს თავი მოჰკვეთეს, ზოგიერთებს კი ცოცხლად ჩამოაცვეს თავზე ავტომანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს» (გალინა არზუმანიანის ჩვენება). . . .
1993 წლის 19 ოქტომბერს წამებით მოკლეს სამამულო ომის ვეტერანი, ინვალიდი, აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი და ინჟინერი 1911 წელს დაბადებული პარმენ რაფავა. ამ უკანასკნელის შვილს რაულ რაფავას ტანი ჯერ დანით დაუსერეს, შემდეგ ავტომატით დაცხრილეს, ბოლოს კი თავი მოაჭრეს. თავი მეზობლებმა ცალკე იპოვეს ყანაში. შვილის წამებას ძალით დაასწრეს დედა ვალენტინა რაფავა, რომლის ცხედარი გაუპატიურების ნიშნებით ვიპოვეთ მეორე სართულზე (ლამარა ცხაკაიას ჩვენებიდან). . . . «ომის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის შს სამინისტროს შენობაში აღმოვჩნდი დატყვევებული. ჩემთან ერთად იყვნენ ქართველები: მერაბ უგულავა, ემზარ ბასარია, ვიტალი გახიკიძე, ემზარ მანდარია, მამუკა შამუგია, დათო ჭკადუა, თამაზ ჩიქობავა, ვინმე ჟვანია. ქართველ ტყვეებს სასტიკად გვაწამებდნენ. არ გვაჭმევდნენ საჭმელს და გვცემდნენ. მაგალითად, ბასარია ემზარი ისე სცემეს, რომ მოკვდა, ხოლო ფოთელ მეზღვაურს თამაზ ჩიქობავას მოკვეთეს ორივე ყური, მერაბ უგულავას კი ერთი. მე კი სასტიკად მცემდნენ, დანით მისერავდნენ სხეულს, მკლავებზე მირტყამდნენ ნაჯახს, ყურის მოჭრასაც ვერ გადავურჩი» (ვარდენ მიქიანის ჩვენებიდან, ჩაწერილია ვიდეოფირზე და კადრში თვალნათლივ ჩანს სხეულზე წამებისგან დარჩენილი იარები). . . . ოქტომბრის პირველ რიცხვებში ააოხრეს გულრიფშის რაიონის სოფ. ფშაფი. 3 ოქტომბერს შემოვიდნენ ჩემს სახლში, ჯერ მოკლეს ჩემი შვილები 17 წლის ეკა და 14 წლის მარიკა, შემდეგ ჩემი მეუღლე ლეილა მესხი, სიდედრი და სიმამრი. იგივე ბედი ეწია მეზობელ სახლში მცხოვრებ ძმას ნოდარს, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ დაწვეს, გვამი სადღაც გადააგდეს, ისე, რომ მისი დასაფლავებაც კი ვერ შევძელით. ,,შენთვის სიცოცხლე სიკვდილზე უარესიაო“ მითხრეს ცოცხალმკვდარს და წავიდნენ“ (აკაკი ჟვანიას ჩვენებიდან); . . . 63 წლის მერი ლუკავა ჭაში ჩააგდეს და ისე ამოხადეს სული (თვითმხილველთა ჩვენებიდან). . . . «ჩვენი სახლის წინ ტანკი გაჩერდა, იქიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა მებრძოლმა ჩემი შვილი ჯუმბერ შამათავა გარეთ გაიყვანა, ავტომატის ჯერით დახვრიტა, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს და გასრისეს ჩემს თვალწინ» (გულრიფშელი ნანული შამათავას ჩვენებიდან). . . . 1993 წლის 13 სექტემბერს სოფ აძიუბჟაში შემოვიდა 200-კაციანი შეიარაღებული რაზმი, გაძარცვეს და დაარბიეს რამდენიმე ქართველის სახლ-კარი, დახვრიტეს ჩემი მაზლი, ქალები და ბავშვები გამოგვყარეს გარეთ და დაგვამწყვდიეს მეზობლის სახლში. ჩვენ მოვახერხეთ გაქცევა, ჩემი მეუღლე ზაურ სოხაძე რამდენიმე ქართველ მეზობელთან ერთად მოკლეს (ტატიანა ჭაავას ჩვენებიდან)
ეს ნაწილი, გაგრძელება იქნება. 41
|