დიდი ქართველი პოლიტიკოსისა და ბრწყინვალე ქართველი მამულიშვილის, ირაკლი კობახიძის გამანადგურებელი მხილება ევრობიუროკრატიის მიერ წამოყენებული სამარცხვინო მოთხოვნებისა, რომლის ბოლომდე გაზიარება საქართველოში იმ ერთადერთმა ადამიანმაც კი ვერ გაბედა - რომელიც მე გამიგია რომ ევროკომისიის მოთხოვნებს მხარს უჭერს, რომელიც სწორედ ამავე ბრიფინგზე (2025 წ. 18 ივლისი) ჟურნალისტის ამპლუაში ცდილობს რამენაირად ჩირქი მოსწმინდოს სამარცხვინო ევრობიუროკრატიას და გააუბრალოვოს ის სამარცხვინო მოთხოვნა, რაც ევრობიუროკრატიამ ფოჩიანი "კამფეტების" სანაცვლოდ წამოგვიყენა.
(ეს საბრალო ადამიანი ამავე ვიდეოშია და ნუ გამოვლანძღავთ, რადგან თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს + სინამდვილეში დავალების მიმცემთა სრულ ლუსტრაციას ახდენს და საკითხის რეალურ არსში ბოლომდე წვდომის საშუალებას გვაძლევს):
შესანიშნავად აქვთ აღწერილი დავით ქართველიშვილს და თამარ ჩიბურდანიძეს ამ პროცესების სამომავლო პერსპექტივა.
"
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ქართველიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის განადგურების ხარჯზე რუსეთის „დამარცხების“ მეორე ინსპირირებული კამპანია, დღეს სწორედ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შარშანდელი „ესტაფეტის ჯოხი“ ვაშინგტონიდან - წელს ბრიუსელმა გადაიბარა და უკვე ის, და არა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაშმაგებული იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მშვიდობის დამარცხების გზით.“
„პრემიერ-მინისტრის მხრიდან მორიგი „მხილების სეანსი“ ვიხილეთ მის ბრიფინგზე, სადაც კოლექტიური „ლეგიონის“ დელეგატად ამჯერად ჟჟჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე წარსდგა თავისი „ექზესტენციალური“ (იზეპირებდა ამ სიტყვას, მაგრამ მაინც მარცხი მოუვიდა) ფობიებით. მისი დისკუსია პრემიერთან, უსუსურობას, ალოგიკურობას და სრულ სიგიჟეს რომ დავანებოთ თავი - კარგ მაგალითს წარმოადგენდა იმისი, თუ რომელ ხავსს ეჭიდებიან დღეს „აკაცუკები“ და მათი საერთაშორისო „კუკლავოდები“ მათგან უფლისკენ შორს მიმავალ საქართველოში.
ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს უკრაინის სრული განადგურების ხარჯზე რუსეთის „დამარცხების“ მეორე ინსპირირებული კამპანია, რომელშიც აშშ-ს ძირითად ასპარეზს ევრობიუროკრატიას უთმობს მისი ირიბი და პასიური მხარდაჭერის ხარჯზე. ასე რომ, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შარშანდელი „ესტაფეტის ჯოხი“ ვაშინგტონიდან - წელს ბრიუსელმა გადაიბარა და უკვე ის, და არა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაშმაგებული იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მშვიდობის დამარცხების გზით.
მერამდენედ უნდა ვაღიაროთ რუსუდან დუმბაძის ჩა-მესიჯბოქსებული „აზროვნებიდან“ გამომდინარე - ტვინის განვითარების რა უმდაბლეს სტადიაში არიან, როდესაც სასწორის ორ მხარეს ისეთ კატეგორიებს ადარებენ ერთმანეთს, როგორიც არის ქართული ტრადიციების დაცვა, მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა, ქვეყნის ასარევად შემოსულ თანხებზე კონტროლი და პრაიდის ჩატარების არდაშვება - ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 90%-იანი ალბათობით ისედაც არ შეეხება, ხოლო ვისაც შეეხება, ამაში არანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.
როგორი განიარაღებული უნდა იყო, როდესაც საქართველოს დამარცხების მორიგ ტაქტიკას და ფსონს ამ ალოგიკურ „არგუმენტებზე“ ამყარებ, რომლის მიღმა საქართველოს 3500 წლოვანი ისტორიისა და ამ ერის მენტალობის სრული უცოდინარეობაა! დღეს რუსუდან დუმბაძის პირით (გადავეკიდე ამ საწყალ გოგოს!) გაცოცხლებული ჯელალ-ედ-დინი ემუდარებოდა პრემიერს და მოგვმართავდა ჩვენც: როგორ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ - ღვთისმშობლის ხატზე დაბიჯება და „სიკვდილი სახელოვანი - „ნაძრახ სიცოცხლესთან “. არა და, დღეს ბრიფინგზე სწორედ რომ სიცოცხლეს უწევდა ოპონირებას - აგონია. ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრების“ სრული აგონია...“- წერს ქართველიშვილი.
"
https://imedinews.ge/ge/politika/395265/dav...artskhebis-gzit"
ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.
„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.
რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.
იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
"
https://imedinews.ge/ge/politika/395253/tam...nda-khvdebodnen This post has been edited by შავლეგა on 18 Jul 2025, 14:25