https://www.interpressnews.ge/ka/article/84...aragad-iqenebs/"რუსეთი უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას საქართველოს გავლით, იარაღად იყენებს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ რუსეთმა ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს.
ივნისიდან მოყოლებული, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი მსჯავრდებულების, რაოდენობა საქართველოს საზღვარზე.
შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, სატრანზიტო ზონაშია ჩარჩენილი.
უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებასა და მოლდოვას გავლით უკრაინაში გადაყვანაზე.
43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი, უკვე ევაკუირებულია ამ მარშრუტით. თუმცა, საზღვარზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება რთულ პირობებში.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსა და მოლდოვას მხარეებთან, რათა ჩვენი დანარჩენი მოქალაქეები უკრაინაში გადაიყვანონ. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას კიდევ უფრო არ გაზრდის.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს. ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან მივიღოთ ისინი. საზღვარზე არის შესაბამისი მონაკვეთები, სადაც ეს შესაძლებელია.
ჩვენ ამ შეთავაზებას პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ოფიციალური არხების გამოყენებით ვავრცელებთ" | წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.
ათეულობით უკრაინელი უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოსა და რუსეთს შორის, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ცხოვრობს.
მათ არ აქვთ რუსეთში დაბრუნების უფლება, თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. BBC-ს ინფორმაციით, ივნისში, 30 მათგანი, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები ჰქონდათ, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და მოლდოვაში გაგზავნეს, საიდანაც ავტობუსით ოდესისკენ გაუშვეს. იგეგმებოდა სხვების ამ ფორმით დაბრუნება სამშობლოში, თუმცა როგორც BBC ამბობს, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სამართალდამცველებმა უკრაინელებს უთხრეს, რომ მოლდოვა მათ მიღებაზე უარს ამბობდა.
* * *
https://www.instagram.com/reel/DLNnt1MIp8Z/რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის ათობით მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ | 40-მდე უკრაინელი ახლა სასაზღვრო სარდაფშია გამომწყვდეული. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ-არხში “მოხალისეები თბილისი” გავრცელდა, მოგვიანებით კი უკრაინელებმა ეს Новая газета-ს დაუდასტურეს
როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეები რუსეთის მიგრაციის სამსახურმა დეპორტაციის მიზნით საზღვარზე მიიყვანა, თუმცა ქართულმა მხარემ უკრაინელების ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა. “სარდაფში, სადაც ისინი იმყოფებიან, ძალიან ცხელა (36 გრადუსი) და იქ ბევრი ხალხია” - წერია სტატიაში. გამოცემა წერს, რომ სამ პატარა ოთახში 35 ადამიანია დაკავებული და “მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება”
“რუსეთი მუდმივად ახდენს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას ლარსის საზღვრის გავლით, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთდროულად არასდროს შეგვხვედრია. ჩვენი მონაცემებით, ხალხი საზღვარზე მთელი რუსეთიდან - ვოლგოგრადიდან, ენგელსიდან, ტულიდან, ტამბოვიდან, ელიტადან, ორელიდან მოჰყავთ. ეს მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც დანამდვილებით ვიცით, რადგან ისინი ჩვენთან კონტაქტში არიან. ყველა მათგანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დეპორტაციის ცენტრში” | ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი მოხალისე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია
This post has been edited by ჩეკო on 19 Jul 2025, 17:01