სალამი მეგობრებო!
ე.ი. მყავს კია სორენტო 2022 წლიანი და სიჩქარიდან ამომიგდო ორჯერ და ერთი საათის შემდეგ როდესაც გაგრილდა მერე ჩააგდო.
კიას ცენტრში არც ხელოსანი ჰყავთ და ვერც გაიგეს, წავედი ჰიუნდაიში მანდ მითხრეს რომ გადაცემათა კოლოფის ნასოსი დაწერაო, ხელოსანმა მაქვს მეორადი და 1500 ლარში დაგიყენებო ანუ ხელობა 1500+ ნაწილი 1500, მოკლედ დავაყენეთ, ეხლა სიჩარიდან აღარ აგდებს მაგრამ როდესაც ვძრავ ავტომობილს ნელი გაზით აძიგძიგებს მანქანას, მაღალ აბაროტზე ჩვეულებრივად დადის უპრობლემოდ, ანუ მთავარი პრობლემა მოგვარდა მაგრამ გაჩნდა დამატეითი ძიგძიგი.
ჰიუნდაიში ვეღარ გებულობენ არ ვიცით რისი ბრალიოა იქნებ იცოდეთ გადაცემათა კოლოფის ხელოსანი დამღალეს უკვე