ერი ნაცებს აირჩევს და ხელისუფლების ცვლილება მოხდება და ომს გამოუცხადებს რუსეთსო, მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოშიო, ამას ცდილობს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარითო ხუნდაძემ და გჯერათ?
შეიძლება ქუჩებში ბილბორდებზე სააგიტაციო პლაკატწბიც გაიჩითოს ცოტა ხანში ევროკავშირის დროშა სისხლებით და ნგრევებით
დიმიტრი ხუნდაძე - მეორე ფრონტის ხაზი საქართველოზე რომ გავიდეს, გააქტიურდა შანტაჟი და იარაღად გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - სურთ საზოგადოებას მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას
20.07.2025 / 12:32
https://www.interpressnews.ge/ka/article/84...plebis-shecvlasმეორე ფრონტის ხაზი რომ გავიდეს საქართველოზე, გააქტიურდა შანტაჟი და იარაღად გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება , - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ომის საშიშროება ისევ მაღალია“.
მისი თქმით, სურთ საზოგადოებას მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას.
„სურთ, რომ ჩამოიცილონ ხელისუფლება, რომელიც იცავს საზოგადოებას და ქვეყანას ომისგან, არა და ომის საშიშროება ისევ მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა, არა თუ დასრულდა, ახალი საომარი ლოკაციები დაემატა ახლო აღმოსავლეთის სახით, ამიტომ, აქტუალობა ის, რომ მეორე ფრონტის ხაზი გავიდეს საქართველოზე, საქართველო იქცეს მეორე უკრაინად და ის იყოს დამატებითი სისხლის მცლელი რუსეთისათვის, რომ რამენაირად ის დაასუსტონ, ამისთვის გააქტიურდა შანტაჟი და შანტაჟის იარაღად დღეს გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ სურთ საზოგადოება დააშანტაჟონ და მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას, ხელისუფლების, რომელიც იცავს ქვეყნისა და თავად ამ საზოგადოების ინტერესებს“ , - აცხადებს ხუნდაძე.