აი ვაბშე რა ხდება ამ ქვეყანაში თუ ვხვდებოდე, მე ვიყო შპროტის ბანკა რა
ერთის მხრივ, ხელისუფლება ყველა დირკიდან წივის, რომ დიფსტეიტს უნდა ომში ჩაგვითრიოს
პარალელურად იძახის რომ ორ ფეხზე მდგომი უნდა შევიდეს ევროპაში
ამავე დროს ჩიჩილაკა მოთქვამს, რომ უკრაინას დახმარებას უზრდიან და ამითი მასვე ასუსტებენო
ამავე დროს, შარშან და შარშანწინ არ ჩატარდა ეს წვრთნები, წელს რატომღაც ტარდება და ამაზე ხელისუფლება თითქმის არ აკეთებს არანაირ აქცენტს ( აქ მახსოვს, იყო შიშები, რომ ხელისუფლება ამ წვრთნებს პიარისთვის გამოიყენებდა)
ამ დღეებში ერთადერთი ოფიციალური ინფო ამ თემაზე იყო, თავდაცვის სამინისტროს ნიუსი, რომ აი წვრთნები ტარდება
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ თემაზე არც ოპოზიცია არ ხმაურობს ნამეტანი
ქვეყანა კი არა, ერთი დიდი კოგნიტიური დისონანსი ვართ რა
პ.ს. ვინმე ტვინგაწყალებული რომ არ გამომიხტეს: წვრთნებს მივესალმები, მიხარია და ნეტა ეგ 800 ამერიკელი სამხედრო საერთოდ აქ დარჩეს