
რეინკარნაციების ციკლის დამთავრებისას, ბოლო სიცოცხლეში ადამიანი ხვდება, რომ საერთოდ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო.
როცა ერთმა კაცმა ბუდას შეაფურთხა, ბუდამ უბრალოდ მშვიდად ჰკითხა, დაამთავრე? რითაც დარჩენილ კარმას იხდიდა, სამყაროსთან შესარწყმელად.
ჩვენ ვცხოვრებთ იდეალურ სამყაროში, ნამდვილ სამოთხეში, სამყარო იდეალური რომ არ იყოს მაშინ უბრალოდ ვერც იარსებებდა.
ომებს რაც შეეხება, ეს არის ნათელ/ბნელის თამაში, თუ სადმე სიბნელე არსებობს ესე იგი ასეა საჭირო, იმიტომ რომ სიბნელის გარეშე სინათლე ვერ იარსებებს.
თქვენ უბრალოდ ვერ ხვდებით სამყარო როგორ დაგცინით!
რისი გეშინიათ? რომ ვიღაც რუსი მოგკლავთ? თქვენი მოკვლა შეუძლებელია, თქვენ უკვდავები ხართ, თუ ვინმე უსამართლოდ გკლავთ, პირიქით ეს ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ამით დიდ კარმულ ვალს იხდით.
რისი გეშინიათ? რომ რუსეთი დაგიპყრობთ? კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი ცივილიზაციები განადგურებულა და კიდევ უამრავი განადგურდება, ამაში არაფერია გასაკვირი, სამყარო მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, სასაცილო ისაა რომ რუსეთმა საქართველო რომ დაიპყროს შემდეგ სიცოცხლეში თქვენ დაიბადებით რუსად და ეს თქვენთვის აბსოლუტურად სულერთი იქნება, თქვენ ეს უბრალოდ არც გეხსომებათ.
ხან კაცი იქნები, ხან ქალი, ხან ქართველი იქნები, ხან რუსი, მთელი ცხოვრება ერთი დიდი თამაშია.