ერთმორწმუნე ###ები
შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების განყოფილება "რუსოფობიურ გამოხტომებს" უწოდებს პროტესტს ფარიკაობის ჩემპიონატის გარშემო
8 წუთის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/33485225.htmlსაქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების განყოფილება ფეისბუკით გამოეხმაურა საპროტესტო ქმედებებს, რომლებიც მოჰყვა რუსი სამხედროების ასპარეზობას თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში.
რუსეთის განყოფილება ამ ქმედებებს უწოდებს "მორიგ რუსოფობიურ გამოხტომებს", რომელსაც ახორციელებს "პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ცნობილი ჯგუფი" ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ, და რომელიც მიზნად ისახავს ანტირუსული სენტიმენტის გამოყენებას "რადიკალური ძალების მომხრეთა მობილიზაციისთვის და თბილისის, როგორც მასპინძელი მხარის პრეტიჟისთვის ზიანის მიყენებისთვის".
განცხადებაში გამოთქმულია მოლოდინი, რომ საქართველოს "კომპეტენტური უწყებები" აუცილებელ ზომებს გაატარებენ საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირობები სამართლიანი და არაპოლიტიზირებული ასპარეზობისთვის.
27 ივლისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლესთან გაიმართა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს
რუს მოფარიკავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება წლების შემდეგ მიეცათ;
რუსეთის დელეგაციაში 24 სპორტსმენია, ნაწილი - სამხედრო ჩინით. დემონსტრანტების ინფორმაციით, მათგან 17 არის სამხედრო მოსამსახურე.
თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავეების ერთი ნაწილი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ "არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს" [ЦСКА]-ს წარმოადგენს.
ისინი სანქცირებული არიან უკრაინის მთავრობის მიერ.
ისინი მხარს უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ და პუტინის პოლიტიკას.