#62252234 · 5 Sep 2025, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკური პატიმრების შეწყალება კომუნისტების დროსაც იყო შესაძლებელი, მაგრამ პატიმრის თანხმობა ჭირდებოდა. მაგალითად, მერაბ კოსტავამ უარი თქვა შეწყალებაზე (მაპატიოს მერაბმა ამათთან ერთად მისი ხსენება).
შევარდნაძე ხშირად იყენებდა ამ პოლიტიკურ ინსტრუმენტს: ჯერ ქობალია შეიწყალა, მერე - კიტოვანი (ჯაბა შეიწყალა თუ ამნისტიით გამოუშვა - აღარ მახსოვს).
სააკაშვილის დროს, მახსოვს, რამდენიმე პატიმარმა უარი თქვა შეწყალებაზე (ერთ-ერთი იყო ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე). გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა, ეს ერთ-ერთ ბრალდებადაც აქვს წაყენებული.
მერე გვახსოვს, მარგველა როგორ იწყალებდა ხოლმე თავის სიძეს ლამის კვირაში ერთხელ.
ისიც გვახსოვს, სალომეს რა ამბავი დააწიეს - არასწორად შეიწყალა ხალხიო.
ახლა ვხედავთ ყაველას შეწყალებულ პირველ მერცხლებს: მევახშეს და მის ცოლისძმას.
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიწყალა: თავიდანვე გარიგებულები იყვნენ, მერე გაურიგდნენ, გაშავებას ცდილობენ, თუ, უბრალოდ, ეღადავებიან?
მომავალში რამდენად უნდა ველოდოთ ყაველასგან შეწყალებათა ახალ სერიებს?
|