უსაფრთხოების კამერების მონტაჟი – სრული მომსახურებავმონტაჟებ IP, HDCVI, Wi-Fi და ჭკვიან კამერებს, მოკლედ ნებისმიერი ტიპის კამერებს, ნებისმიერი ობიექტისთვის – სახლი, ოფისი, მაღაზია, საწარმო, პარკინგი, სადარბაზო და სხვა
კონსულტაციისთვის მომწერეთ PM, ან დამიკავშირდით ნომერზე
577 440 553მომსახურება მოიცავს:პროექტირება და დაგეგმვა – ობიექტის მოთხოვნებზე მორგებული სისტემა, შესაბამისი მოწყობილობების შერჩევა, დამკვეთის მოთხო ნების, დასაცავი ობიექტის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
შესაბამისი მოწყობილობების შერჩევა – მე
გირჩევთ მხოლოდ სანდო ბრენდებს, როგორებიცა მაგალითად:
Dahua, Hikvision, UNV, Reolink და ასე შემდეგ.
არ გირჩევთ -
noname, madeinchina.com-ზე დაბრენდილ და გუშინ დაბადებულ ბრენდებს. მოკლედ რომ ვთქვათ ბრენდებზე შეზღუდვა არ მაქვს, ვამონტაჟებ იმას რასაც თქვენ გადაწყვეტთ, განსხვავება არის გარანტიაში, პირველ შემთხვევაში ვარ სრულად პასუხისმგებელი შედეგზე და მომავალში სერვისზე. მეორე შემთხვევაში მოწყობილობები იტესტება თქვენს ობიექტზე და პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ სწორ მონტაჟზე.
კაბელირება და მონტაჟი – პროფესიონალური ინსტალაცია, მაქვს 15 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების მონტაჟის. ასევე - კომპიუტერული ქსელის, რადიო(WiFi) ქსელის, სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაციის, ვიდეო დომოფონებს, დაშვების კონტროლის სისტემა, რიგის მართვის, გახმოვანების სისტემების, სასერვეროების და დატაცენტრების აწყობის გამოცდილება. (ასე რომ განვიხილავ ნებისმიერ პროექტს სუსტი დენების მიმართულებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში მომწერეთ PM, ეს თემა მხოლოდ კამერებს ეხება)
პროგრამული გამართვა – მომხმარებლის მხარეს მობილური აპლიკაციების და კომპიუტერში პროგრამების ჩაწერა და კონფიგურაცია.
კონსულტაციისთვის მომწერეთ PM, ან დამიკავშირდით ნომერზე
577 440 553მნიშვნელოვანი რჩევები: - უსაფრთხოების კამერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის მისი Software, გარდა იმისა მომხმარებელს უშუალოდ სოფტის მეშვეობით აქვს წვდომა მოწყობილობებზე და უნდა იყოს კომფორტული, საიმედო და მარტივი მოსახმარებელი, სოფტი არის რეალურად ის რაც მართავს სისტემას. ცუდ სოფტზე არ აქვს მნიშვნელობა კამერა 2 მეგაპიქსელია, 4, 5 თუ 8, ასევე სონის მატრიცა აქვს თუ "ჩანგუჩვუს". ეგრე თქვენს აიფონებს და ანდროიდებს 100 და 200მეგაპიქსელიანი კამერები აქვთ და კარგ განათებაში გამოსახულების ხარისხით ვერცერთი სათვალთვალო კამერა ვერ მივა ახლოს, მაგრამ ცადეთ აბა და დადეთ უწყვეტად 24 საათიან გადაღების რეჟიმში ამუშაოთ რა მოუვა. უსაფრთხოების კამერები კი გათვლილია 24 საათაინ მუშაობაზე და წლები და ათწლეულები მუშაობენ უწყვეტად.
- ტექნიკური მონაცემები იძლევა მხოლოდ გამოსახულების ზომას, სურათის ხარისხს, გაშლის კუთხეს და სხვა მშრალ რიცხვებს კონკრეტულ ლაბორატორიულ ტესტში, მაგრამ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა განათების დროს რას იზავს კამერა, ის ფუნქციები რაც აქვს ეგენი რეალურად იმუშავებს თუ პროსტა ხანდახან გაარტყავს ხოლმე, ამას ყველაფერს განსაზღვრავს software და firmware. წარმოებაშიც სოფტი უფრო მეტი უჯდება კომპანიას ვიდრე უშუალოდ კამერის ფიზიკურად აწყობა. ამიტომ ერიდეთ ისეთ კამერებს და ჩამწერებს რომელსაც არ აქვს საკუთარი software და მუშაობ უნივერსალურ პროგრამებზე. (არ ვიძახი რომ არ ჩაირთვება, გამოსახულება არ ექნება და არ იმუშავებს, ეგრე ფეიკი კამერებიც არსებობს და ეგენიც მუშაობს, ვიღაც შეხედავს კამერა გონია და არ რისკავს, მაგრამ დამნაშავე რას რისკავს მაგის მიხედვით არ კლასიფიცირდება უსაფრთხოების კამერები. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხარისხი, სტაბილურობა და სანდოობა შეიძლება მხოლოდ იქ მოითხოვო სადაც ამის გარანტიებია)
- ასევე არ არსებობს მცნება ყველაზე მაგარი კამერა, ყველა კამერას აქვს კონკრეტული დანიშნულება და კონკრეტულ მოცემულობით შეიძლება მსჯელობა რომელი უკეთ გაართმევს ამოცანას თავს
- ასევე გასააზრებელია ის რომ კამერა არ არის პოლიციელი, დამნაშავეს არ გამოეკიდება და ბორკილებს არ დაადებს, კამერები არის ხელსაწყო რითიც გაქვთ საშუალება ლაივში თუ ჩანაწერში ნახოთ დანაშაულის მომენტში რა ხდება, ან მოხდა. სწორად დაპროექტებული და დამონტაჟებული სათვალთვალო სისტემა არის გარანტი იმის რომ დანაშაულის ადგილიდან მიიღოთ ვიდეო თუ აუდიო მასალა. რეაგირება რა გექნებათ ეს ადამიანური გადაწყვეტაა.
კონსულტაციისთვის მომწერეთ PM, ან დამიკავშირდით ნომერზე
577 440 553