#62217103 · 13 Aug 2025, 14:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წყვილებს რომ ვუყურებ (საბედნიეროდ ყველას არა) საშინელი ცხოვრება აქვთ,
თავისუფლება არ რჩებათ, ჩხუბობენ, ძალიან ხშირად გოგო ბიჭს მიყვება ფინანსების გამო და საერთოდ არ უყვარს, ან უბრალოდ ცოლად მიყვება რომ მალევე დაშორდეს და ქონება წამოიღოს, ანუ მარკეტია ჩვეულებრივი რომ დავაკვირდეთ, სიყვარული ნამდვილად არსებობს მაგრამ ძალიან იშვიათია, უმეტესად ეს არის ვაჭრობა. საქმე იმაშია რომ ცოლის მოყვანა და ცოლად გაყოლაც ჩვეულებრივი სოციალური პროგრამაა (ნორმა), რომელსაც უნდა მიყვე რომ საზოგადოებაში ჩაითვალო სრულფასოვან წევრად, არადა სრული აბსურდი. ვინ თქვა რომ ცალკე მცხოვრები კაცი რომელსაც ყველაფერი აქვს რაც მას სიხარულს მოუტანს რაიმეთი ნაკლებია კაცზე რომელიც ცოლიანია?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
თუ ხარ მამაკაცი და გაქვს საშUალოდ 10კ ლარი შემოსავალი,
რატომ არ უნდა იცხოვრო შენს გემოზე? გყავდეს ის გოგო ვინც გინდა რამდენი ხნითაც გინდა, თU გინდა და შეუთანხმდები გეყოლება შვილი, თU არ გინდა ვინ გაძალებს, არც გოგო გეყოლება არც შვილი და იმოგზაურებ, დატკვბები ცხოვრებით,
ამ ორი არჩევანის დატოლებისას ნამდვილად მეორე მგონია ბევრად უფრო ლაღი და სასიამოვნო. ალბათ ამიტომაც 3+ შანსი ცოლის მოყვანის არათუ ვიფიქრე და გავუშვი ხელიდან, არც კი დავფიქრებულვარ ისე გავატარე,
რას ფიქრობთ მეგობრებო?
|