#62225886 · 18 Aug 2025, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მიმდინარე ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა რომელსაც მყისიერად გაჰყვა მთელი ევროპული ისტაბლიშმენტი გვიჩვენებს რომ ტრამპის ამერიკა ევროპისთვის არასანდო პარტნიორია, უფრო სწორად ტრამპი არასანდოა. ევროპას შეეშინდა ტრამპის ოლიგოფრენიის, რომელიც ვენსთან ერთად მრგვალ კაბინეტში იკადრა, ამიტომ ამჯერად დააზღვია სრული ევროპული პრეზენტაციით. ეს შეხვედრა მხოლოდ ამტკიცებს, რომ პუტინთან მოლაპარაკების შედეგით ევროპა შეშფოთებულია. ევროპამ ტრამპს გაურთულა უკრაინის კედელთან მიყენება. ასევე გადააზღვიეს უკრაინაც, რადგან ტრამპის რედნეკული უხეშობას შესაძლოა ზელენსკის უხეში პასუხი მოჰყოლოდა. ევროპა იბრძვის საერთაშორისო სისტემის გადარჩენისთვის, რომელსაც ტრამპის გოიმური სიბრიყვე ფესვებში მიადგა ალესილი ნაჯახით. ამ ამბიდან არაფერს სასიკეთოს არ ველი, მხოლოდ ერთი რამ მახარებს, ევროპა როგორც ერთიანი სუბიექტი რეაგირებს საერთაშორისო ვითარებაზე. უკრაინა მარტო ვერ დარჩება. პუტინის იმედი რომ ტრამპის ზეწოლით შედგება უკრაინის კაპიტულაცია, არ მოხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ "ხელის მოსაკრებელი ადგილი არ დაუტოვეს ზელენსკის" ევროპელებმა.
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|