თევზაობა ძალიან მიყვარს. ძირითადად ტბებზე ვთევზაობდი ხოლმე ადრე. თან გასაბერი ნავიც მაქვს და მაგრად ასწორებს ტბაზე თევზაობა და განტვირთვა.
ბოლო დროს რატომღაც მომინდა მდინარეზე თევზაობა დავამუღამო, მაგრამ არ ვიცი რანაირი მოწყობილობები დამჭირდება ამისთვის. თანაც ზამთარში დიდად არ თევზაობენ ჩვენთან, არადა ზამთარშიც შეიძლება თევზაობა და უცხოეთში აქტიურად იყენებენ ამ სეზონსაც. ყველა სეზონს და ყველა ადგილს თავისი ხიბლი აქვს.
დაფიქსირდით თევზაობის მოყვარულები და მერე იქნებ საერთო გასვლაც გავაკეთოთ ბუნებაში.
ისე, დიდი ხანია არ მითევზავია და ძალიან მომენატრა. ადრე შაორზე ვთევზაობდი ხოლმე რაჭაში. ასევე პატარა მდინარეებზე ხელაობაც გამომიცდია, ძალიან სასიამოვნო პროცესია. კიდევ სიონზე მითევზავია. სიონის შამაია უგემრიელესი თევზია.
ცალკე პრობლემაა ბრაკონიერობა, ყველგან აკრძალული საშუალებებით თევზაობენ და პატიოსან მეთევზეს ძალიან უჭირს ანკესით თევზის დაჭერა, რადგან ბადეებითაა დაქსელილი ტბები. გარემოსდაცვითი პოლიტიკა საქართველოში არც კი არსებობს. ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ.
P.S. წინა თემა დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო. ძალიან გთხოვთ, ამ თემაში მხოლოდ თემატურად ვპოსტოთ, აგრესიის და ოფტოპიკების გარეშე.
ახალი თემა იმიტომ გავხსენი რომ უსათაუროში ბევრნი ვყოფილვართ თევზაობის მოყვარულები და იმედია ისევ დაფიქსირდებით აქ.

შაორის ტბა გამთენიისას
არა არს დაფარულ...