#62226814 · 19 Aug 2025, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით თანამემამულენო. ვაზომოტორული რინიტი ვინმეს თუ გქონიათ ან თუ გაქვთ? 5-წელიწადზე მეტია ვიტანჯები. ცხვირის სპრეიზე ვარ შემჯდარი. აქვე განმარტება:
ვაზომოტორული რინიტის გამაერთიანებელი სიმპტომები ეს სიმპტომებია:
— უეცარი დაწყება; — კლინიკური ტრიადა: ცხვირის გაჭედვა, ზოგ შემთხვევაში ანოსმია; სერიოზული რინორეა, იმდენად ჭარბი, რომ პაციენტს წყალივით მოსდის გამონადენი; ცემინების შეტევები; ლორწოვანი გარსის მდგომარეობა: შეშუპებული, ციანოზური, დახორკლილი, თუ ვაზოკონსტრიქტორების ხშირ გამოყენებასთან გვაქვს საქმე.
ლორწოვანი გარსი არ არის ინფორმაციული და ალერგიულ რინიტს წააგავს.
გამწვავების დროს, რენტგენოლოგიურ სურათზე, სინუსებში ჩანს ლორწოვნის ჰიპერტროფია.
ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.
|