#62226432 · 19 Aug 2025, 11:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამია სანადირაძე იხსენებს, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მის კომპანიაში მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სავარაუდოდ, რომელიმე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკაჩაშვილი. სანადირაძის მტკიცებით, შსს–სთანამშრომელმა კომპანიაში მოითხოვა ისეთი აპარატურის დაყენება, რომელიც საქართველოში ელ. ფოსტებსა და სხვა ელ. გზავნილებს გაფილტრავდა და გააკონტროლებდა. მამია სანადირაძე დარწმუნებულია, რომ მის კომპანიას ამ შეთავაზებაზე უარის თქმის გამო შეექმნა ის პრობლემები, რის გამოც მისი გაყიდვა გახდა აუცილებელი.
|