მოგესალმებით ყველას,
8 წლის წინ, ფორუმზე, ფსიქოლოგიის განყოფილებაში ბოლო პოსტი დავწერე. აქ ყოფნის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო როგორც ემოციურად, ასევე შემეცნებითაც. ბევრი საინტერესო პოსტი წამიკითხავს და ასევე, ბევრ საინტერესო ადამიანთანაც მისაუბრია.
გავიდა 8 წელი და აი, ისევ ვწერ პოსტს, რომელიც აქ მყოფ თითოეულ ადამიანს გეძღვნებათ. იმ ადამიანებს, ვისთვისაც ფიქრი, წარმოსახვა და ემოცია შინაგანი სამყაროს ენერგიის აღმდგენია. წარმოსახვას და ემოციებს კი უზარმაზარი ძალა აქვთ.
თქვენ არაჩვეულებრივი ხალხი ხართ.