გამარჯობა, პირველი თემა გავხსენი ცხოვრებაში.
მოკლედ სადღაც ყური მოვკარი რომ კოინპოკერს აქვს ყველაზე სამართლიანი გენერატორი, ბლოქჩეინზე არის მიბმული თუ რაღაც მსგავსი (ზუსტად არ მახსოვს)
პატარა დეპოზიტი გავაკეთე 100 დოლარი. welcome ბონუსიც ჩავრთე, ქეშაუთიც საკომისიოს გარეშე აქვს, დავიწყე წყნარად ყველაზე პატარა ლიმიტის თამაში 5 პლო ნლ 5 ზე.
პატარ პატარა პლიუსებს ვაკეთებდი თითო სესიაზე 4-5 ბაი ინს ვიგებდი.
თან აპლიკაციას ვათვალიერებდი და ტოტალიზატორში შევედი მაინტერესებდა რა თამაშები და რა პოზიციები ქონდათ გამოტანილი.
გადავაწყდი ჭადრაკს, ნუ ჭადრაკი სხვებსაც აქვთ მაგრამ ამათ სვლების ტოტალი აქვთ, ზოგ პარტიაზე 68,5 მეტი ან ნაკლები ზოგზე 73,5 მეტი ან ნაკლები. მხოლოდ ეს 2 ტოტალი აქვთ.
ნუ ჭადრაკის მოყვარული მანიაკი ვარ, ყოველდღე 5-10 პარტია ბლიცს ვთამაშობ მინიმუმ. დებიუტებიც ასე თუ ისე მესმის.
ბევრი რომ არ ვწერო მოგება დავიწყე, ამ ჭადრაკის ფსონებზე, ხან ვიგებდი ხან ვაგებდი, მაგრამ ვინრეიტი ძაან საკაიფო გამომივიდა თან ძალიან მიმართლებდა კიდეც. 100 დოლარიდან ავედი 2500 მდე ჯამში, ფსონს მხოლოდ 1 პოზიციაზე ვაკეთებდი.
ბოლოს 1000 დოლარი დავდე 1,68 კოეფიციენტზე და მოვიგე. მოგებას როგოც წესი რამდენიმე წუთში ამწვანებდა, ამ შემთხვევაში კი დააგვიანა. მივწერე საფორთს, ვამოწმებდო და ბლა ბლა როგორც იწერებიან. კაროჩე ბოლო მოგება არ ჩამითვალეს, ფსონი დამიბრუნეს. შემდეგ შემეშინდა არ დამბლოკონთქო და ქეშაუთი გავაკეთე დავიტოვე 280 დოლარი ანგარიშზე.
გავაკეთე 100 დოლარიანი ფსონი 1,8 კოეფიციენტზე, ესეც გავარტყვი, და აქაც გამიუქმეს მოგება და ფსონის თანხა დამიბრუნეს უკან. გადავწყვიტე ფსონები ვაბშე არ გამეკეთებინა და განვაგრძე პლო 5 ის თამაში, ვიფიქრე ცოტას გავერთობი და ამასაც დავაქეშაუთებთქო. გამომაგდო თამაშის დროს, და დამბლოკეს. ვეღარ შევდივარ. 1000 დოლარამდე აქვთ დასაბრუნებელი პლიუს ბლოკი უნდა მომხსნან. მივწერე რომ ბლოკი მომხსენით და ჩემი მოგება დამიბრუნეთ თუ არა 2+2 და ჯიფსი თიმიდა დაწყებული ფორუმ ჯით დამთავრებული ყველგან გამოვფენ ამ ამბავსთქო.
რას მირჩევთ სხვა რა შემიძლია რომ გავაკეთო ამ შემთხვევაში? მალტის კომისიას ხომ არ მივწერ 900 დოლარის გამო.
* * *
ბლოკი მომხსნეს მაგრამ ტოტალიზატორი გამიქრეს

.

.
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ, აი შემთხვევით რომ მოიგო, 1 კვირის მანძილზე ნებისმიერ თამაშში, აუცილებლად შეგზღუდავენ.