ქეცბას ნაკრების თამაშებს ბოლოს აღარც კი ვუყურებდი.
ანტი ფეხბურთს ათამაშებდა მერჩივნა 90 წუთი უფრო საჭირო რამისთვის დამეხარჯა.
ესპანეთს ანტი ფეხბურთს ვეთამაშებით თუ მოსაგებად გავალთ, მთავარი თამაში მაინც თურქეთთან გვექნება და იქ მოგების იმედი, პირადად მე, არ მაქვს. უფრო მეტიც, რატომღაც მგონია, შემადგენლობის მიუხედავად მინიმუმ 2 ბურთით წავაგებთ. .
ამაზე ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება.
ჭიჭიკია კვდება და მიქელა წამოადგება თავზე, ცელით.
ჭიჭიკია გადაბრუნდება და ზურგს შეაქცევს.
შემოუვლის მიქელ-გაბრიალი, ჭიჭიკია ისევ ზურგს აქცევს.
- კაცივით მინდა წაგიყვანო, თორემ შენთვის სულის ამოხდობა პროჭიდანაც შემიძლიაო, მიქელამ.
ესპანეთთანაც და თურქეთთანაც ითამაშონ რაც შეუძლიათ, რაც გამოვა, გამოვა.
თორემ ჭიჭიკიასი არ იყოს, ავტობუსჩაყენებულ ვარიანტში ესპანეთთან წაგების შემდეგ, თურქეთმაც თუ გვასიამოვნა, მერე ვითვალოთ ბუღალტერია.

კალათბურთში ცოცხალი მაგალითი გვაქვს.
ვითომ არ ვითამაშეთ მთელი ძალით საბერძნეთთან, თავი ბოსნიისთვის შევინახეთ და არ დაგვაჭერინეს ხელში კვერცხები?

ისევ სხვისი გასაყვანი გავხდით.
ჩემი აზრით, ესპანეთთან და თურქეთთანაც, უნდა ვითამაშოთ რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, ანუ მოგებაზე და მოხდეს რაც მოსახდენია...
This post has been edited by VoK on 12 Sep 2025, 11:54
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...