#62247656 · 2 Sep 2025, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HardDrive
QUOTE | გაცემის სისტემა ამათ ეგეთია, მაგ: ივლისის ხელფასი ასაღები აგვისტოში, აგვისტოს ხელფასი სექტემბერში. |
ნორმალურია, მისაღებია, არ ჩანს პრობლემა
QUOTE | 1) ხელფასი არ მერიცხება, ხელზე ვიღებ |
ისევ, ასეა ძალიან ბევრი, არ ჩანს პრობლემა.
QUOTE | 2) ხელშეკრულება არ მაქვს დადებული, მაგრამ საგადასახადოში ვჩანვარ და საპენსიო მეჭრება |
ხელშეკრულება იცავს დამსაქმებელს, არა დასაქმებულს. ეს თქვენთვის არ უნდა იყოს პრობლემა.
QUOTE | 3) რავი, შეიძლება მოიფიქრონ რამე მიზესს რომ არ მომცენ ან მომცემენ ხელფასის ნაწილი |
ხელშეკრულების გარეშე, როდესაც საგადასაახდოში სრულად ატარებენ ხელფასს? მაგარი შარია, ასეთი სისულელის გაკეთებას ზოგადად არავინ ბედავს. თუ მოხდა, მიდიხარ სასამართლოში და ითხოვ ხელფასს სრულად - მტკიცებულებად იღებ შემოსავლების სამსახურიდან პირადი შემოსავლების ბარათს.
QUOTE | კიდე კითხვა, წელიწად და ხუთი თვის მუშაობის განმავლობაში, შვებულება ანაზღაურებადი არ მეკუთვნის “შრომათი კოდეკსით” |
ეს კოდექსით ასე არ არის. 11 თვის შემდეგ გაქვთ მოთხოვნის უფლება.
|