#62247409 · 2 Sep 2025, 18:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ფორუმელებო, ვინც ერკვევით იურიდიულ საკითხებში იქნებ მომცეთ რჩევა რავი ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნება და დავიბენი უკვე
მოკლედ 2023 წლის აპრილში დამაკავეს ადმინისტრაციული წესით 173 მუხლი (დაუმორჩილებლობა) ერთი 3 4 ჯერ გადაიდო სასამართლო და როგორც იქნა ამავე წლის 2023 წლის აგვისტოს თვეში დამიწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა, დამიწერეს და როგორც თქვენ არ მოგიკითხიათ ეგ ჯარიმა ისე მე არ მომიკითხია და არც არავის, არაფერი წერილი და ასე შემდეგ არ მომსვლია, მოკლედ ესე ჩამოკიდებულია ეს თემა, მოვისმინე ესეთი მოსაზრება რომ თუ 1 წლის განმავლობაში არაფერი არ მოგთხოვეს არც სასამართლო წესით არც აღსრულება შეგიძლია მოითხოვო გაუქმება ჯარიმისო და ჩამოიწერებაო და რამდენად რეალურია ეს ვარიანტი? ჯარიმის დაწერიდან გასულია 2 წელი
იუსტიციაში მითხრეს არაო არ უქმდება გამორიცხულიაო უნდა გადაიხადო მაქსიმუმ შეღავათი გქონდეს ის რომ გადაგინაწილონო.
პ.ს რავი ლოგიკურად მკვლელობას აქვს ხანდაზმულობა და ადმინისტრაციულ ჯარიმასაც ექნება ხანდაზმულობა ჩემი აზრით
მადლობა ყურადღებისათვის.
This post has been edited by baker on 2 Sep 2025, 18:15
--------------------
На коленях - Никогда в жизни !!! Memento mori „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“
|