ამ ახალ სერიალით ელიენის უნივერსის გაფართოების მცდელობას ვხედავთ. დედამიწა გადანაწილებული აქვს და მართავს 5 კორპორაცია. აქედან მთავარია ორი (ჯერჯერობით): ჩვენთვის კარგად ნაცნობი - Weyland-Yutani და ახლადგამოჩეკილი გიგანტი - Prodigy.
ვეილენდ იუტანის ხომალდი, რომელიც 65 წლიან მისიაში იყო და კოსმოსში სხვადასხვა მონსტრებს აგროვებდა, კატასტროფას განიცდის დედამიწაზე. კერძოდ, Prodigy-ს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან იწყება ყველაფერი...
ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სერიალს, ბევრი გამაღიზიანებელი არასაჭირო დეტალი და პერსონაჟია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ძალიან დიდი ჰქონდათ, მომენტებში ძაან იაფასიან შესახედაობას იძენს ხოლმე. ეს ბავშვი სინთეტები რა საჭიროა ცოტა ვერ მივხდი, მე მაღიზიანებენ. თითქოს ელიენის და ბლეიდ რანერის უნივერსების გაერთიანების მცდელობაცაა :დ
ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც საინტერესოა და ვაგრძელებ ყურებას. ვინ უყურებს კიდე?

Ocellus - ეს ყველაზე საინტერესო მონსტრუკაა, ქსენომორფზე საინტერესოცაა. მეხუთე სერიაში ვაბშე პიზდეცი მომენტი იყო ერთი, რაც ნათლად მიუთითებდა ამ არსების ინტელექტზე. კიდევ სამი სერია დარჩა და ვნახოთ..