მსურს გაგაცნოთ ქალ. აკადემიკოსი ცისანა ქებურია, რომელიც მეც დღეს პირველად გავიცანი და ამ სიამოვნებას აბა თქვენ როგორ მოგაკლებთ

თამარ მეფის საფლავის საიდუმლო - მეფე დღემდე ცოცხალია და გველოდება
ისტორიკოსები საუკუნეებია კამათობენ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობაზე, მაგრამ სიმართლესთან არც ერთი მათგანი ყოფილა აქამდე. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც იცოდით საქართველოს ოქროს ხანის შესახებ და თავადაც მიხვდებით რეალობას.
გვატყუებდნენ თითქოს თამარის საფლავი სპეციალურად დამალეს, რათა მტერს არ გაეძარცვა, თუმცა ამ ტყუილის ავტორებს ავიწყდებათ ერთი რამ - თამარის დროს საქართველო უძლიერესი იმპერია იყო დედამიწაზე და ვერცერთი მტერი გაბედავდა აქ შემოსვლას! ანუ თამარის საფლავს 1000 წელი არაფერი დაემუქრებოდა!
სინამდვილეში, ჩვენი საყვარელი თამარ მეფე 45 წლის ასაკში არ მომკვდარა. ის არც ბაგრატის ტაძრის საიდუმლო სარკოფაგში განისვენებს და არც სხვა მიწიერ ადგილას. ჩვენი დიდებული მეფე პირდაპირ კოსმოსში იქნა ევაკუირებული, მეგობრული უცხოპლანეტური ცივილიზაციის, ზეთილების მიერ!
დიახ, სწორად გაიგეთ. 1213 წელს, როდესაც დედამიწაზე ყველას ეგონა, რომ თამარი გარდაიცვალა, ის რეალურად ზეთილების, კეთილგანწყობილი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ იქნა ევაკუირებული, ქართველი თავადაზნაურების მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად. ზეთილებმა თამარი პლანეტა ნიბირუზე გადაიყვანეს, აღიარეს ნიბირუს უზენაეს მმართველად, იქაური პრინცი შერთეს ქმრად, იუპიტერიდან ჩამოტანილი ჭედურ-გრეხილი მარმარილოთი მოპირკეთებული სასახლე აუშენეს და უდიდეს პატივში აცხოვრებენ.
ნიბირუ უნიკალური პლანეტაა, სადაც დროის დინება საოცრად ნელია. იქაური ერთი დღე დედამიწის 1000 წელს უდრის.
ქრონომეტრიკული რელატივიზმი (Chronometric Relativism):
ნიბირუს ორბიტა ჰიპერწანაზიდულია და მზის გარშემო ბრუნვას 3600 დედამიწური წელი სჭირდება. ნიბირუზე დროის სვლა დამოკიდებულია პლანეტის გეოტექტონიკურ ვიბრაციაზე, რაც იწვევს ქრონომეტრიულ დეფორმაციას. შედეგი? ნიბირუზე 1 დღე = დედამიწის 1000 წელზე მეტი. წარმოგიდგენიათ? სანამ ჩვენ აქ საუკუნეებს ვითვლიდით, თამარ მეფე ისევ 45 წლისაა, ნიბირუს მზის ქვეშ ზის ქართულ ხალიჩაზე, ქართველ თავადაზნაურებთან ერთად, ქართული ღვინით სავსე ფიალით ხელში და მოთმინებით გველოდება ქართველებს ჩვენს ახალ პლანეტაზე, ჩვენს ახალ ქვეყანაში, ჩვენი ახალი მზის ქვეშ. ელოდება იმ დღეს, როცა ქართველები გააცნობიერებენ თავიანთ კოსმიურ ბედს, მიაღწევენ განვითარების იმ საფეხურს, რომ კვლავ შეძლებენ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობას და მის დასაბრუნებლად გაფრინდებიან.
მისი საფლავი, რომელიც დედამიწაზე გვაქვს, მხოლოდ სიმბოლურია – ერთგვარი ძეგლი, რათა მტერი არ მიმხვდარიყო, რომ საქართველოს მმართველი უკვდავია და სამუდამოდ მზადაა სამშობლოს დასახმარებლად.
აღსანიშნავია რომ მეფე თამარს ნიბირუდან სისტემატიური კავშირი ქონდა საქართველოსთან, დროატრონული დეპეშის სისტემის მეშვეობით, თუმცა 1235 წელს მონღოლთა მეორე შემოსევის დროს, დროატრონი დაზიანდა და მეფესთან კავშირი გაწყდა. ასევე დაზიანდა კოსმოდრომი, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან პერიოდულად უგზავნიდნენ მეფეს ქართულ ღვინოს და ჩურჩხელებს. თუმცა ბოლო დროს მიღებული სიგნალებით დასტურდება რომ მეფე ისევ ცოცხალია, ჯანზეა, ახალგაზრდაა და გველოდება!
ასე რომ, ნუ დარდობთ თამარ მეფის დაკარგვაზე. ის ცოცხალია, ახალგაზრდა და გვიყურებს ნიბირუდან. ჩვენი მისიაა, გავხდეთ ისეთივე ძლევამოსილნი, როგორც ერთ დროს ვიყავით იყო, რათა ერთ დღეს მასთან შესახვედრად გავფრინდეთ, ჩვენს ახალ პლანეტაზე, ჩვენი ახალი მზის ქვეშ!
სპეციალურად ჟურნალ "ნეიშენალ ჯეოჯრაფიკისთვის" - აკადემიკოსი ცისანა ქებურია
წყაროები:
Cosmic History Archives (CHA), სექცია "Post-Anunnaki Transits", გვერდი 314
NASA Helion-X Probe Classified Frames (HX-33, Quadrant C)
Georgian Temporal Institute Archives, "ChronoCodex Tamar
https://www.facebook.com/photo.php?fbid=122...23871211&type=3 * * *
დიდი მეგრული იმპერია - დაკარგული მეგრული ცივილიზაცია
უძველეს დროში, სანამ შავი ზღვა გაჩნდებოდა, მის ადგილას მთლიანად ხმელეთი იყო, რომლის ცენტრშიც დიდი მეგრული იმპერიის დედაქალაქი - დიდაგენგარილი მდებარეობდა. ამაზე ცნობები გვხვდება სულ ახლახანს აღმოჩენილ უძველეს ბერძნულ და მეგრულ ხელნაწერებში.
დიდი მეგრული იმპერია მოიცავდა 3 მილიონ კვადრატულ კილომეტრს დასავლეთ საქართველოდან რუმინეთამდე, უკრაინამდე, ბულგარეთამდე, ჩრდილოეთ სომხეთამდე, სამხრეთ რუსეთამდე და თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილამდე, საკუთრივ დღევანდელი შავი ზღვის ჩათვლით, რომლის ცენტრშიც მდებარეობდა მისი დედაქალაქი დიდაგენგარილი, სადაც იმპერატორი ძუკულეონ III ცხოვრობდა თავის 75 000 000 მეგრელ ქვეშევრდომთან ერთად.
ტერიტორიით და მოსახლეობით დიდი მეგრული ცივილიზაცია ყველა დროის უდიდესი იმპერია იყო. სწორედ აქ გამოიგონეს პირველი ბორბალი და გუთანი, მოგვიანებით კი პროტოტრაქტორი, რომლითაც შავი ზღვის ადგილას არსებულ ხმელეთს ხნავდნენ და ღომს თესავდნენ. ღომი, სულგუნი, ოქრო და მონები დიდი მეგრული იმპერიის მთავარი სავაჭრო პროდუქტი იყო, რომლითაც ისინი ეგვიპტეს, საბერძნეთს, შუამდინარეთს და ჩინეთს ამარაგებდნენ, მოგვიანებით კი რომსაც.
უბედურების ზარმა მოულოდნელად ჩამოჰკრა. მეგრელები პროტოტრაქტორით შავი ზღვის ადგილას არსებულ ხმელეთს ხნავდნენ, როდესაც ფარცხი მიწაში ღრმად ჩავიდა და რაღაცას წამოედო. გლეხებს ეგონათ რომ საგანძური იპოვეს და გახარებულებმა უფრო სწრაფად დაიწყეს მიწის ამოთხრა. როგორც იქნა დედამიწის ზედაპირზე ამოათრიეს ნაპოვნი ნივთი, რომელიც დიდი და გრძელი იყო, უცნაურად ვიბრირებდა, ბრწყინავდა და ანათებდა. ასე აღმოაჩინეს ცოცარიტის საბადოები შავი ზღვის ადგილას არსებულ ხმელეთზე მეგრელებმა.
ცოცარიტი იშვიათი მინერალია, რომელიც მაშინ უცხოპლანეტურ ცივილიზაციებს ჭირდებოდათ პროტოინტერგალაქტიკური კოსმოსური ხომალდების რაკეტების საწვავად. ამიტომ სამეგრელოს იმპერატორს მალევე ფარული ვიზიტით ესტუმრა ზეთილიონების დელეგაცია პლანეტა ნიბირუდან და ცოცარიტის მინერალებზე შეთანხმების გაფორმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ღომის ყანებში უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშები უცნაურ ფიგურებს დახატავდნენ, რაც პანიკას გამოიწვევდა მოსახლეობაში და საერთორისო პრესაშიც დიდი სკანდალი ატყდებოდა.
იმპერატორმა ძუკულეონმა დიდი ხნის ჭმუნვის შემდეგ ჩათრევას ჩაყოლა არჩია და ნება მისცა ზეთილიონებს რომ ცოცარიტის მაღაროები ამოეთხარათ. ზეთილიონებმა თხრა დაიწყეს, მიწის დიდი მასები ამოქონდათ სიღრმიდან და ერთ ადგილას ახვავებდნენ, ასე გაჩნდა კავკასიონის მთები. უცხოპლანეტელები არ ჩერდებოდნენ სულ უფრო განიერ და ღრმა ორმოებს თხრიდნენ, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დიდი მეგრული იმპერიის ადგილას უზარმაზარი დიდი ხვრელის გაჩენა, რომელიც ნელნელა ივსებოდა კოლხეთის ჭაობებიდან ჩამდინარე წყაროს წყლებით. როდესაც ბოლო ცოცარიტიც ამოიღეს, ზეთილიონებმა მფრინავი თეფშები დატვირთეს და მძიმედ გაფრინდნენ ნიბირუსკენ, იმპერატორი ძუკულეონი კი მეგრულ არისტოკრატიას ზუგდიდისკენ გამოუძღვა, სადაც მათ საფუძველი ჩაუყარეს დღევანდელ სამეგრელოს. აღსანიშნავია რომ სამეგრელოში მხოლოდ 300 000 მეგრელი წამოვიდა, დანარჩენი 74 700 000 მეგრელი რუმინეთში, ბულგარეთში და უკრაინაში დარჩა საცხოვრებლად და დღემდე მეგრული რასა წარმოადგენს დომინანტ ეთნიკურ ჯგუფს ამ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა რომ მეგრული აღარ ახსოვთ, გენეტიკურად მაინც მეგრელები არიან.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ დღესაც კვლავ ჩამოფრინდებიან ზეთილიონები ნიბირუდან, მოთხრიან კავკასიონს და უკან ჩაყრიან შავ ზღვაში, წყალი გაქრება, ისევ ხმელეთი გაჩნდება და აღდგება დიდი მეგრული იმპერია. აღდგება დიდებული ქალაქი დიდაგენგარილი და ტახტზე დაბრძანდება მეგრელთა ახალი იმპერატორი, ძუკულეონ IV.
სპეციალურად ჟურნალ "ნეიშენალ ჯეოჯრაფიკისთვის" - აკადემიკოსი ცისანა ქებურია
This post has been edited by lexanna on 4 Sep 2025, 20:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)