https://1tv.ge/news/sakhelmwifo-usafrtkhoeb...shvili-daakava/სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა
16:34, 11.09.2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.
დაკავების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.