ძაან კარგი, იმედია ხლოპცები რუსული ნავთის ჩამომტანსაც დაბომბავენ!
ფოტოზე ღორების სალაფავის მთქვლეფავები: გიგა ირემაძე, გურამ ჟღენტი, ედიშერ ჟღენტი, ნიკა გვაზავა, ალექს ლომაძე, ლაშა ნოღაიდელი, კახა ირემაძე, ლაშა ზაქარაძე, ნიკა ლომაძე, გოგი ჩურკვეიძე

ჩრდილოვანი ფლოტის მიღმა მდგომი ქართველ მეგობართა წრე
https://monitori.ge/chrdilovani-flotis-batumeli-menejerebi/სათითაოდ უნდა იპოვონ ხლოპცებმა და აგებინონ პასუხი!
* * *
საერთო სუფრიდან ჩრდილოვან ტანკერებამდე

ფოტოზე: ედიშერ ჟღენტი, გოგი ჩურკვეიძე, ალექსი ლომაძე, ლევან ჩურკვეიძე, გიგა ირემაძე
აზერბაიჯანში კომპანიების აქციონერთა შესახებ ინფორმაცია 2012 წლიდან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საჯარო ჩანაწერები მაინც იძლევა გარკვეულ მინიშნებებს, როგორიცაა რეგისტრაციის თარიღი, იურიდიული მისამართი და რეგისტრირებული იურიდიული წარმომადგენელი.
31-ვე კომპანიის წარმომადგენლის სოციალური ქსელებიდან ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს მეგობრების ვიწრო წრე.
მათი მეგობრობის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელებში იძებნება. მათ შორის რამდენიმე ფოტოდან ჩანს, რომ ისინი ერთად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს. ამ შეკრებებზე მუდმივად ფიგურირებს ალექს ლომაძე – ბათუმში დაფუძნებული კომპანია “ლომას მარითაიმის” მფლობელი.
ლომაძესთან დაკავშირებული პირები აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებად გვევლინებიან, ზოგ შემთხვევაში კი – მათი მეუღლეები და ნათესავებიც. ფიგურირებენ თავად ლომაძის ძმა და ბიძაშვილიც. მხოლოდ ხუთ შემთხვევაში ვერ შეძლეს ჟურნალისტებმა ლომაძესთან პირდაპირი კავშირის დადგენა.
ჟურნალისტებმა 32 წარმომადგენლიდან 12-თან დაკავშირება ტელეფონით შეძლეს. მათგან ხუთმა ლომაძე დაასახელა ინიციატორად და პირდაპირ ან ირიბად განაცხადა, რომ კომპანიები მათ სახელზე სწორედ ალექს ლომაძემ დაარეგისტრირა, თუმცა თავად არაფერი იცოდნენ ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ.
თავის მხრივ, ლომაძე პირადადაც ფიქსირდება აზერბაიჯანულ რეესტრში, როგორც შპს VVave Minder Shipmanagement-ის წარმომადგენელი – კომპანიის, რომელიც ადრე გადაზიდვების მონაცემთა ბაზა Equasis-ში რამდენიმე გემის ISM მენეჯერად იყო მითითებული, თუმცა ამჟამად ის არც ტანკერს აღარ მართავს.
ალექს ლომაძის კომპანია გემის Aktros-ის ISM მენეჯერი იყო, როცა ტანკერს, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გამო, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები უკვე თვეების დაწესებული ჰქონდა (2025 წელს).
სატელეფონო საუბრისას ლომაძემ დაადასტურა თავისი როლი კომპანიაში, ისევე როგორც მისი მეგობრებისა და ნათესავების ჩართულობა სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ მისთვის „ცნობილი არ არის“.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მან კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა, საბოლოოდ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ დეტალურ კითხვებს არ უპასუხა.
აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები
30 წლის ბათუმელმა აკაკი ვარშანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეორადი ავტომობილების ნაწილებს ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ის საზღვაო აკადემიაში სწავლობდა, არ არის ჩართული ამ სფეროში და არც აზერბაიჯანშია ნამყოფი.
როდესაც ჟურნალისტებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ის იმ აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლად იყო რეგისტრირებული, რომელიც მცირე ხნით ორი ტანკერის ISM მენეჯერად ფიქსირდებოდა (ორივე ტანკერი სანქცირებული იყო სწორედ იმ პერიოდში, როცა ეს ფირმა მათ ISM მენეჯერად ირიცხებოდა), თავდაპირველად ის გაოგნებული ჩანდა.
„ხომ არ შეგეშალათ?“ – უთხრა მან ჟურნალისტებს. „გავარკვევ და გადმოგირეკავთ“.
განმეორებითი საუბრისას ვარშანიძემ მეტი დეტალი გაიხსენა. მან დაამატა, რომ ის და ლომაძე ერთობლივი ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ. მან შეაგროვა თავისი საბუთები, გადასცა ისინი და ლომაძეს მინდობილობა გაუფორმა; მიიღო ინფორმაცია, რომ კომპანია აზერბაიჯანში ფუძნდებოდა – თუმცა ამ საკითხზე ლომაძესთან მას შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია.
„მაშინ ვისაუბრეთ ამაზე; რაღაცას ვაკეთებდით და მას მერე აღარ შევხვედრივართ. ეს რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ, საბუთები შევაგროვეთ და მას შემდეგ ალექსისთვის აღარ დამირეკავს. მინდობილობა გაკეთდა, როგორც მახსოვს, და რაღაც დრო გავიდა, ერთი ან ორი წელი, არ მახსოვს და ერთმანეთს არც შევხმიანებივართ.“
მან აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის იყო ეს კომპანია, და დასძინა, რომ ამით უბრალოდ არ დაინტერესებულა.
აკაკი ვარშანიძის მეუღლე, ლაურა ჯაიანი, ასევე ფიქსირდება კიდევ ერთი ასეთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლად. ვარშანიძის თქმით, მისმა მეუღლემ თავისი საბუთები ლომაძეს მასთან ერთად, იმავე დროს გადასცა. ჯაიანმა ეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლომაძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა საბუთების გადასაცემად.
„წარმოდგენა არ მაქვს. ალექსს ჰკითხეთ,“ – უთხრა მან ჟურნალისტებს.
კითხვაზე, გაუფორმა თუ არა მას მინდობილობა, მან ეს დაადასტურა, მაგრამ თქვა, რომ არ იცოდა, რისთვის იყო ის განკუთვნილი. – „გქონდათ თუ არა ინფორმაცია, რა ტიპის კომპანია იყო ეს ან რას საქმიანობდა?“ – „არა, არაფერი ვიცოდი.“
ჯაიანის თქმით, ალექს ლომაძე თემურ ცინცაძის ნათესავია – თემური მისი ქმრის დის, ნათია ვარშანიძის მეუღლეა. როგორც ნათია ვარშანიძე, ისე თემურ ცინცაძე თავადაც წარმოადგენენ სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებს, რომლებიც ტანკერების ISM მენეჯერების ფუნქციას ასრულებენ.
ნათიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არცერთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი არ არის, მისმა მეუღლემ, თემურ ცინცაძემ კი თქვა, რომ ჟურნალისტებს მისი წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა. (ჟურნალისტებმა ცინცაძეს წერილობითი კითხვებიც გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ).
ალექს ლომაძე ქართული კომპანია „ლომას“-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც ტანკერებისთვის ეკიპაჟებს არჩევს.
კომპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მიხედვით, ის რეგულარულად აქვეყნებს ვაკანსიებს გემის ეკიპაჟის პოზიციებზე. ლომაძის ძმა, ნიკა, კიდევ ერთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც სამი ტანკერის ტექნიკურ მენეჯმენტს ახორციელებდა. (სამივე ტანკერი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერაა სანქცირებული).
მისი მამა, თემელი, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელმაც მოგვიანებით კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ერთ-ერთი ტანკერის ტექნიკურ მართვას გარკვეული პერიოდი ქართული კომპანიაც ახორციელებდა.
ევროკავშირის მიერ ნავთობტანკერ Prometei-ს სანქცირებამდე ორ თვეზე ნაკლები ხნით ადრე, აზერბაიჯანულმა ფირმამ ISM მენეჯმენტი ქართულ ფირმას – შპს Astros Pelagos-ს გადააბარა.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კომპანიის ერთადერთი მფლობელი და დირექტორი 65 წლის ნარგიზ ლომაძე იყო, რომელიც ალექს ლომაძის ბიცოლაა.
კომპანიის დაფუძნების დოკუმენტის თანახმად, ფირმის სარეგისტრაციო ჩანაწერებში ალექსის პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი იყო მითითებული, როგორც ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია.
ჟურნალისტებთან საუბარზე ნარგიზ ლომაძემ უარი თქვა.
გაურკვეველია, რატომ დარეგისტრირდა კომპანია ნარგიზის სახელზე.
მალევე, ტანკერის ტექნიკური და ოპერაციული მართვა უკან, აზერბაიჯანულ კომპანიას დაუბრუნდა, რომელსაც კიდევ ერთი ქართველი, ლევან ბელიაშვილი წარმოადგენს. მან ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მათ თავისი წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა. (ბელიაშვილის სოციალური ქსელის პროფილის მიხედვით, ის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის დისტრიბუტორად მუშაობს).
აზერბაიჯანული კომპანიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მინდობილობა ალექსს გაუფორმა ისე, რომ მოგვიანებით არ გადაუმოწმებია, თუ რა მოხდა შემდეგ.
ანრი კოკობინაძემ, კიდევ ერთი ასეთი აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე ახსენა ალექს ლომაძე და მასზე გაცემული მინდობილობა.
ჟურნალისტებთან ინტერვიუში ანრიმ თქვა, რომ ალექსმა მას უთხრა, თითქოს რაღაც ბიზნესი ჰქონდა და რეგისტრაციისთვის ქართველები სჭირდებოდა.
ლომაძის კიდევ ერთმა მეგობარმა, ედიშერ ჟღენტმაც განაცხადა, რომ არაფერი იცოდა იმ კომპანიის შესახებ, რომლის წარმომადგენლადაც არის რეგისტრირებული.
„შეიძლება ვიღაცას შეეშალა. არ ვიცი, რომელ კომპანიაზე საუბრობთ. ვკითხავ ჩემს მეგობარს, ვისთან ერთადაც ვიყავი ამ კომპანიაში, და მისგან მექნება პასუხი. სანქცირებულ [ტანკერზე] არაფერი ვიცი – ის ჩემი მეგობარია, დანარჩენს გავარკვევ.“
კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ალექს ლომაძის კომპანიას, მან დაადასტურა: „დიახ, დანარჩენი ყველაფერი ლომაძემ იცის.“
ედიშერის ძმა, გურამ ჟღენტი, დარეგისტრირებულია კიდევ ერთ ასეთ აზერბაიჯანულ კომპანიაში. ჟურნალისტებმა მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოახერხეს და წერილობითი კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ონისე ებრალიძის ისტორიაც იგივე სცენარს მიჰყვება. ის ფიქსირდება აზერბაიჯანული კომპანია „Nautilus Fleet Management“-ის წარმომადგენლად, რომელიც ოთხ სანქცირებულ ტანკერს მართავს.
როდესაც ჟურნალისტი მას ტელეფონით დაუკავშირდა, ებრალიძემ განაცხადა, რომ უბრალოდ ვერ იხსენებდა.
„აღარ მახსოვს, საკმაოდ დიდი დრო გავიდა“, – თქვა მან. „იქნებ გამომიგზავნოთ კონკრეტული დოკუმენტები და გადავხედავ. დამავიწყდა, რადგან რამდენიმე კომპანიის რეგისტრაცია მქონდა და ზუსტად აღარ მახსოვს.“
მან დაადასტურა, რომ იცნობს როგორც ალექს ლომაძეს, ისე მის მამას. კითხვაზე, მიმართა თუ არა ალექსმა ოდესმე აზერბაიჯანში კომპანიის რეგისტრაციის საკითხზე, მისი პასუხი ბუნდოვანი იყო – მხოლოდ ის თქვა, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ ის ბევრ რამეში იყო ჩართული და კონკრეტულ დეტალებს ვერ იხსენებდა.
„ნება მიბოძეთ, ალექსს დავურეკო და გავარკვიო ყველაფერი,“ – თქვა მან, – „რადგან მე არაფერი მახსოვს.“
მან ვერც დაადასტურა და ვერც უარყო, ჰქონდა თუ არა გაცემული მინდობილობა ალექს ლომაძეზე და მხოლოდ ეს განაცხადა:
„ამ ეტაპზე არაფერი მახსოვს.“
https://monitori.ge/chrdilovani-flotis-batumeli-menejerebi/ This post has been edited by ჩეკო on 17 Jul 2026, 15:43
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24