#62276646 · 20 Sep 2025, 21:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
notepaper კარგით, თირკმელიდან წამოსული კენჭი გაეჭედა. ექიმებმა გვითხრეს, მაგას ჩავარდნა გაუჭირდება, ორი ვარიანტი გვაქვს, ვცადოთ წამლებით ჩაგდება ან კათეტერის ჩადგმით ამოვაცალოთო, ამ უკანასკნელით სხვა კენჭებსაც გამოვიღებთ მაგ თირკმელიდანო, ფასი 1300 ლარიო. ვინაიდან ძალიან ცუდად იყო, კათეტერი ავირჩიეთ (არ ვიცით რამდენად სწორად). ოღონდ ეგ დღეს აღარ მოესწრება და ხვალეო. ის ღამეც როგორღაც გამაყუჩებლებით და ღებინების საწინააღმდეგოთი გადალახა. შეკითხვაზე, რატომ გამიჩნდა ამდენი კენჭებიო, ჩვენც ეგ გვაინტერესებს და გამოვიკვლევთ მაგასაცო. კათეტერის ჩადგმა კი დაჯდა (800 ლარზე მეტი და მერე კენჭის ამოცლა 1600 ზე მეტი, აქედან 70% სახელმწიფომ გადაიხადა თუმცა კი გაცდა 1300 ლარს რაც თქვეს თავიდან) კენჭის ამოცლა ერთი თვის მერეო. შუაში კონსულტაციისთვის ჩაიყვანეს, გამარჯობა გაგიმარჯოს, მერე ჩამოდიო, წადი ქვითარი აიღეო და 90 ლარი გადამახდევინესო. კიდე რო ასე მიქნან, რა ვქნაო, კიდევ გადაუხადე მეთქი. მაგრამ მეტ კონსულტაციაზე აღარ ჩაიყვანეს. კენჭი მხოლოდ გაჭედილი ამოაცალეს, დანარჩენზე დაამშვიდეს, ნუ ჯავრობ, შენ კიბო მაინც არ გაქვსო, თუმცა თავიდა ყველას ამოცლას დაპირდენ. მე ვასწავლე, ამოცლილი კენჭი წამოიღეო, ექიმთა ჯგუფის უფროსმა, კი ექნება შენახული და მოგცემსო, მაგრამ უშუალო ექიმმა დავკარგეო, (არადა გამოკვლევას პირდებოდა). თან უთხრა მაგის გამოკვლევა მაინც არ ღირს, ძლივს გავტეხეო, შენ ერთი კარგი ლექცია უნდა ჩაგიტარო, ოღონდ ახლა არ მცალია ერთ კვირაში ჩამოდიო და ასე გამოუშვიათ.
This post has been edited by adam* on 20 Sep 2025, 21:02
|