#62280662 · 23 Sep 2025, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ZAZAi @ 23 Sep 2025, 16:02 ) | RedShark ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ადრუინოებსა და რასპბერის შორის უზარმაზარი შესაძლებლობითი და ღირებულებითი უფსკრული იყო, ასე მეგონა |
არ არის მასე რა თქმა უნდა... უფსკრული კი არა ნემსის ჩასავარდნ ადგილს ვერ იპოვი იმდენი "რკინეული" ყრია მათ შორის )))
ჯერ მარტო ARM Cortex M სერიები რომ ავიღოთ
Cortex-M0, Cortex-M0+ , Cortex-M1, Cortex-M3, Cortex-M4, Cortex-M7, Cortex-M23, Cortex-M33, Cortex-M35P, Cortex-M55, Cortex-M85, Cortex-M52... (M ნიშნავს მიკროკონტროლერს) ეს არის ARM - ის მიერ სპეციალურად 32 ბიტიანი მიკროკონტროლერებისთვის შექმნილი მთავარი ბირთვების არქიტექტურები... სხვადასხვა სიმძლავრის და ფასის.
შემდეგ ამ არქიტექტურებს (პროგრამის სახით) ყიდულობს მიკროკონტროლერების მწარმოებელი ათობით სხვადასხვა კომპანია, ამატებენ საკუთარ მოდულებს და ქმნიან დასრულებული დევაისების მთელ "ოჯახებს".. დაახლოებით ისევე როგორც მაგალითად ავტომწარმოებლები, ცალკე ძრავების მწარმოებლებისგან ყიდულობენ ძრავებს საკუთარი მანქანებისთვის, ოღონდ მხოლოდ ერთ მოდელში კი არ დგამენ, ბევრ სხვადასხვა მოდელში იყენებენ ერთი და იგივე ძრავს... მსგავსადვე ერთ კონკრეტულ არქიტექტურაზე მიკროკონტროლერების მთელ "ოჯახს" აგებენ, მაგალითად Cortex-M3 "ძრავზე" ათობით სხვადასხვა მკ-ს აწარმოებს იგივე STMicroelectronics (STM32 - მწარმოებელი), განსხვავება ერთმანეთს შორის იმ "პერიფერიულ" მოდულებშია რომელსაც თვითონ ამატებენ (ADC, PWM, DAC, UART და ა.შ.) - ზოგს უფრო მეტი PWM - ი აქვს, ზოგს უკეთესი ADC, ზოგს უფრო მეტი ოპერატიული და ფლეშ მეხსიერება და ა.შ... იგივე ეხება სხვა Cortex-M სერიებსაც, მათზეც აქვთ სხვა "ოჯახები"... და ასეთი მწარმოებლები არიან ბლომად.. იგივე "ძრავებზე" საკუთარი ოჯახებით...
მაგრამ მხოლოდ ARM არ ქმნის "ძრავების" არქიტექტურას, არსებობს კიდევ RISC-V...
წარმოიდგინე რამხელა გრადაციებზეა ლაპარაკი... შესაბამისი შესაძლებლობებით და ფასებით )))
ასე რომ "რკინეული" ყრია ბლომად, მთავარი პროგრამირებაა...
This post has been edited by RedShark on 23 Sep 2025, 20:30
--------------------
Пизда! Создание природы Она же символ бытия Из нее лезут все народы Как будто пчёлы из улья...
|