#62282084 · 24 Sep 2025, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი,
მოკლედ მეგობრებო ბანკები და საქართველო მოგეხსენებათ. ერთ პიროვნებას აქვს სამომხმარებლო სესხი ერთერთ ბანკში. ვერ გადაიხადა რამოდენიმე თვე და სმს მოუვიდა რომ სხვა ბანკშიც ყადაღა დაადო კერძო აღმსრულებელმა. მართვალი გითხრათ ვერ მივხვდი რას ნიშნავს კერძო.
თუმცა მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ამ პიროვნებაზე რამე ქონება არაა გაფორმებული. არც ამ სესხს ყავს თავდები და ა.შ ამ ყადაღის გარდა რამე ხრიკები არსებობს კიდევ, მოკვდავებს რომ არ იციან?
იმიტომ რომ ეს სესხის მენეჯერი აშინებს, აი სახლში მოვალთ და ა.შ გასაგებია, მისამართზე მოსვლა შეუძლია ყველას, მაგრამ ქონება მისი არაა და მოსვლის აზრი რაში მდგომარეობს?
მადლობა
--------------------
IT Systems For Your Business
|