#62273686 · 18 Sep 2025, 21:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში მოგესალმებით. უმეტესობას გემახსოვრებათ პროექტი JeJe.Ge, რომელიც წლების წინ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი ვებსაიტი საქართველოში. გადავწყვიტე ისევ გამეცოცხლებინა და დღეს უკვე შეგიძლიათ იხილოთ თითქმის იგივე JeJe.Ge, როგორიც იყო 15 წლის წინ, ოდნავ განახლებული სახით.
საიტზე შეგიძლიათ: ითამაშოთ ასობით რეტრო თამაში პირდაპირ ბრაუზერიდან – Nintendo, Sega, Atari, Sony PlayStation 1 (მალე), Game Boy, SNES და სხვა კონსოლებიდან. გაეცნოთ ფლეშ თამაშების კოლექციას, რომელიც ბევრისთვის ბავშვობის საყვარელი გართობა იყო. (მხოლოდ კომპიუტერიდან)
ითამაშოთ როგორც კომპიუტერიდან, ისე მობილურიდან, საიდანაც არ უნდა იყოთ. შექმნათ საკუთარი პროფილი და შეინახოთ პროგრესი თამაშებში, რომ შემდეგი ვიზიტისას ზუსტად იქიდან გააგრძელოთ, სადაც გაჩერდით.
თუ გაქვთ იდეები, შენიშვნები ან შეამჩნიეთ ბაგი, გთხოვთ მოგვწეროთ — თქვენი დახმარებით JeJe.Ge კიდევ უფრო უკეთესი გახდება!
This post has been edited by jeje on 18 Sep 2025, 21:47
|