მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ქოცები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს. ქრაუდფუნდინგით დავიქირავოთ რომელიმე ტექნოლოგიური ფირმა, რომელიც დასაწყისისთვის თუნდაც თბილისის ერთ უბანში ჩაატარებს გამოკითხვას პირადობის მოწმობებით.
ამომრჩევლები ხმის მიცემამდე გადამოწმდება ცესკოს საიტზე
https://ems-voters.cec.gov.ge/ თუ ნამდვილად არის ჩაწერილი იმ რაიონში. ან თუ რომელიმე ოპოოზიციური პარტია მოიპოვებს ამომრჩევლების ერთიან სიას, იქ გადამოწმდება.
კონცეპტი ასეთია - პროგრამა გაეშვება ბლოკჩეინში, რადგან არ მოხდეს მისი დაჰაკვა. ამომრჩევლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტელეფონში არსებული აპლიკაციის მეშვეობით ხმას მიცემენ სასურველ პარტიას. როდესაც 50%-ზე მეტი ამორჩეველი დააფიქსირებს თავის არჩევანს, ბლოკჩეინში გაშვებული სისტემა ავტომატურად დაითვლის ხმებს.
მხოლოდ ტელეფონებში აპლიკაციის ჩაწერა უნდა მოხდეს მხოლოდ სიაში გადამოწმების შემდეგ.
შედეგის მიხედვით უკვე შეგვიძლია გავასაჩივროთ ცესკოს მონაცემები იქ, სადაც საჭიროა.
თუ უკეთესი იდეა გაქვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.