შაქრის მთლიანად ამოღება ძალიან რთული, რადგან ძალიან ბევრი პროდუქტი შეიცავს შაქარს, მათ შორის, ის პროდუქტები, რომლებსაც ჯანსაღი კვების დროს ბევრი ადამიანი იყენებს.
სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელია ის შაქარი ამოვიღოთ, რასაც კლასიკური გაგებით ვუწოდებთ შაქარს, ანუ ყავა დავლიოთ უშაქროდ, ამოვიღოთ სნიკერსები და მსგავსი მავნე პროდუქტები; ენერგეტიკული სასმელი და შაქარიანი გაზიანი სასმელები და.შ.
მე პირადად ყავას უკვე 3 წელია ვსვამ უშაქროდ და როდესაც შაქრიანი მივიღე, ძაან არ მომეწონა გემოს მხრივ.
შაქარის ამოღება მართლა გაძლევს ენერგიას და მოტივაციასაც გიზრდის.
მე პირადად როდესაც ჯანსაღ კვებას ვარღვევ ძალიან ბევრს ვჭამ და ალკოჰოლს ბევრს ვეტანები, რის გამოც შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს.
80 კგ ვიყავი 18 დეკემბერს და იმის შემდეგ არაჯანსაღ კვებაზე ვარ, თან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მაქვს მიღებული.
დღეს ავიწონე და 85 კგ მიჩვენა სასწორმა, რის გამოც ბედნიერი ვარ