ამათ იმდენი ფული აქვთ მოპარული რომ ყველამ დააბრუნოს შვეიცარიას გავასწრებთ!
ანტუანს რა 7 მილიონი! რატომ მილიარდიც არ აქვს მოპარული თავის უძრავ მოძრავი ქონებით! სადაც სახლში 7 მილიონი იპოვეს 100000ჯ მეტი მის ყველა სახლში და ახლობელთან ექნება გადამალული! და გაიქცევიან მერე იმ გადამალული მილიონებით მისი ახლობლები და ახლა იქ შეაცოდებენ თავს ლტოლვილი ვარ გვებრძვიანო!

აქ ხომ გადაჭამეს ამათ ქვეყანა და ახლა იქ წავლენ!
ამ ნაგავს უყურეთ რამდენი აქვს მოპარული! და ეს 1 ხომ არაა მარტო, იქ ზემოთ აკი სულ ამისთანაა, ყველაა!
საცოდავი ვეტერანები კი სიღარიბეში იხრჩობიან!
ამათზე უნდა იყოს დახვრეტა!
მოგინდება სტალინი წამოდგეს და ამათ ყველას მიხედოს!
https://batumelebi.netgazeti.ge/news/584592...2ZYYNpiGRPndHOA3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება
19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია.
ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ მიწის ნაკვეთი, 653 კვ.მეტრი კოჯორში და 3 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში [1912 კვ.მეტრი] მას 2025 წელს შეუძენია. ამ ქონებაში ნიკოლოზ კვეზერელმა 100 000 დოლარი და 48 000 ლარი გადაიხადა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ნიკოლოზ კვეზერელის ოჯახმა 500 000 ლარამდე დახარჯა, მათ შორის არის სესხების მომსახურებაც.
სახლი, რომლის ფართობიც 2 391.57 კვ. მეტრია
კვეზერელის უძრავ ქონებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახლი თბილისში, პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე – მისი ფართობი 2 391.57 კვ. მეტრია [მათ შორის I სართული 971.14 კვ.მ, II სართული 986.36 კვ.მ, მანსარდი 80.02 კვ.მ. სხვენები 225.89 კვ.მ. ტერასა 128.16 კვ.მ, N2 ფართით 35.23 კვ.მ, N3 ფართით 64.08 კვ.მ, N4 ფართით 111.77 კვ.მ] ეს სახლი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 5552 კვ.მეტრია.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/584592...2ZYYNpiGRPndHOA This post has been edited by lexanna on 19 Oct 2025, 17:09
მიმაგრებული სურათი
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)