https://www.radiotavisupleba.ge/a/33564860.html 2025 წლის 20 ოქტომბერს, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომისიამ - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც კორუფციის შემთხვევებს იძიებს, - დააკავა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი.
გიუმრის მერიასთან სამართალდამცავების რამდენიმესაათიანი მობილიზებების შემდეგ, 15:06 საათისათვის, ღუკასიანი შენობიდან გამოიყვანეს. ის ერევანში გადაჰყავთ, საპატიმროში.
მცირე ხნით ადრე მოხდა ღუკასიანის მხარდამჭერებისა და სამართალდამცავების ფიზიკური დაპირისპირება. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც მერის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ქუჩაში.
ადგილზე შეიკრიბნენ „კომუნისტური პარტიის“ მხარდამჭერები, - იმ პარტიისა, რომელსაც ღუკასიანი წარმოადგენს.
ღუკასიანი ღიად უჭერს მხარს ინიციატივას, რომ სომხეთი რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“