#62325519 · 22 Oct 2025, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უწიგნური აი 2-3 წიგნი რომ გადაუშლია მთელი ცხოვრება ეგ უფრო დებილია თუ ის ვისაც 2000-3000 წიგნი წაუკითხავს?
უწიგნურები იკვებებიან ტიკტოკერი პერსონაჟებით, როგორიც ქეთო და უჩაა ან შეილება ფორუმელი პერსონაჟებითაც, მაგალითად შეიძლება ზეპირად შეისწავლონ რომელიმე იუზერის პოსტები და ლოცვასავით იმეორებდნენ დღეში 3 ჯერ ან ჩამოკიდებული იყვნენ ინსტაგრამს და თოფურიას ცოლის გაშორების დეტაები და მისი ახალი საყვარლების სიები იცოდეს ზეპირად და მათი შეხვედრის ისტორიები ან კიდე პოლიტიკაში იყოს გადართული და რომელმა მინისტრმა თუ ოპოზიციურმა ლიდერმა რა თქვა ზეპირად იცოდეს და პარლამენტის წინ ათენებდეს და აღამებდეს მაწანალა ძაღლივით
თან კონცენტრაციის უნარი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი, ვერცერთ აზრს ვერ მიყვებიან რომლის გადმოცემაც ტიტკტოკის შორთის დროზე მეტ დროს მოითხოვს საკონცენტრაციოდ
მაგრამ ამ დროს ზის ვიღაც და კითხულობს წიგნებს იმის მაგივრად რომ ზემოთ რაებიც ჩამოვთვალე მაგ რამეებში ხარჯავდეს თავისუფალ დროს ახარჯავს წიგნებს როცა შეუძლია მაგის მაგივრად ფორუმზე იყოს ანდაც ქეთი და უჩას ისტორიებს ადევნებდეს თვალს ტიკტოკზე, ან დათვის წამების ვიდეოებს უყურებდეს, ან ბლატაობდეს რომ ბევრ განგსტერს იცნობს იმით და დაჟე ისეთი მაგარი როჟაა ციხეშიც არის ნაჯდომი
მაგის მაგივრად კითხულობენ წიგნებს და სწავლობენ სხვადასხვა ტიკტოკამდელი პერიოდის სამყაროში როგორ ფუნქციონირებდნენ ადამიანები,რას ფიქრობდნენ, რამდენად განსხვავებული შეხედულებები და გრძნობებიც კი ქონდათ დღევანდელი ცივილიზაციისგან, ხოლო რაც უფრო მეტად არის ჩართული წარსულის სამყაროში უფრო და უფრო წყდება ანდაც ასწრებს დღევანდელ სამყაროს. შეიძლება შეიხედო წიგნით რომელიმე პერსონაჟის თავში იმდენად ღრმად, რომ გაქრეს ზღვარი შენსა და მას შორის, გამოცადო ისეთი რამის სიყვარული, რომელიც ვერც კი წარმოგედგინა აქამდე საერთოდ თუ არსებობდა, ყურიც კი არ გქონდა მოკრული, და გამოცადო ეგ ისე როგორც მან გამოცადა, ყველანაირი წინმხვედრი მოვლენის თანხლებით რამაც მიიყვანა მაგ მდგომარეობამდე, ყველანაირი აზრის თანხლებით, და ნარატივის გასწვრივ არსებული იმ პატარა მოულოდნელობების თანხლებით რომლებიც რეალობასთან აკავშირებს ფანტაზიის სამყაროს, შლის ზღვარს შენს, პერსონაჟს, ფანტაზიასა და რეალობას შორის და პროდუქტად კი იღებ ისეთი რაიმეს გამოცდას რომელსაც ვერასოდეს გამოცდიდი კი არა შეიძლება არც კი მოგეკრა ყური მსგავსი რამის არსებობის შესახებ, რაღაც ყველასგან დავიწყებული მიგდებული წიგნი რომ არ გადაგეშალა. წიგნის დასრულების შემდეგ სრულდება წაშლილი ზღვარი, უბრუნდები საკუთარ თავს, თუმცა დროთა განმავლობაში ატყობ რომ შეიცვალა რაღაცები. მიღებული გამოცდილების თანხლებით უკვე რაც მიიღე, სხვანაირად უწყებ ყურებას სამყაროს, აღარ ხარ ის რაც აქამდე იყავი. წაიკითხე 2000 წიგნი და გინახია იმდენი, რამდენსაც 2000 სიცოცხლე დასჭირდებოდა პირადად რომ გენახა და გამოგეცადა, თუმცა ეგ 2000 სიცოცხლეც არ იქნებოდა გარანტია, შეიძლება 2000 სიცოცხლე იცხოვრო მაგრამ 1 წიგნის სცენარით წაიმართოს ყოველივე და არა 2000 სხვადასხვა ვარიანტით, რადგან შენ მაინც შენ რჩები იქამდე და არაფერი შეიცვლება, სანამ არ მოიპარავ სხვას, არ შეიხედავ სხვა ადამიანის ნეირონების ყველაზე ღრმა კუჭულებში და ისე არ მოიპარავ მისგან ყოველივე საუკეთესოს, როგორც საილერი იპარავდა სერიალ 'გმირები'-დან სუპერგმირების უნარებს. ოქროს ზოდებით არის დაფარული დამტვერილი წიგნების ფურცლები პერსონაჟების სახით. მწერლის უნარი კი თუ კი ის არაამქვეყნიურია და ცდება ნორმას, იმდენად რომ შეიძლება დაგაეჭვოს არის თუ არა მისი დაწერილი ნამდვილად ადამიანის მიერ, გამომდინარე იქიდან რომ აღიქვამდა ისეთ რამეებს რომლებსაც არავინ არ აღიქვამს ვისაც კი შეიძლება შეხვდე, ანდაც აღიქვამენ მაგრამ არ ახმაურებენ, აქვთ მწერლისგან განსხვავებით ჩაკეტილი საკუთარ თავში და შესაძლოა მათთვევე დაავიწყდეთ. მაგალითად ეს აზრი: როცა სტუმარი მოვა უზრდელობაა მისი ყოფნისას თუ თქვენც იგივე სივრცეში ხართ რომ ხმადაბლა დალაპარაკო, გადაიჩურჩულო - ეს სტუმრის შეურაცხყოფაა, რადგან შესაძლებელია რომ მასზე გადაიჩურჩულე რაიმე, რადგანაც არ გინდოდა მას გაეგო, ან კიდე ვინმე სხვას. ცალკე ქმნის ეს სტუმრისთვის ზედმეტობის შეგრძნებას, რადგადგან ის რომ არ ყოფილიყო თქვენ შეიძლება არა მოგწეოდათ ხმადაბლა გეთქვათ სათქმელი ვინმესთვის. და ეს მოკლე პოსტი კიდევ უფრო რომ არ გავაგრძელო: კიდევ ბევრი სხვა აზრები.. გვერდები სავსეა უამრავი აზრებით, რომელიც არ არის უბრალოდ ბოდვა, არის ისეთი აზრები რომელსაც თითოეულს შეიძლება თემა მიუძღვნა და განიხილო 100 გვერდამდე, 1 წიგნიდან მსგავსი 5000 აზრი შეიძლება ამოკრიფო. ახლა კი დაგტოვებთ, სხვა გალაქტიკაში უნდა გავაგრძელო მოგზაურობა, იქ სადაც ამ სამყაროს კანონები არ მუშაობს
და ნუ ის კიდევ ცალკე თემაა რომ ამ სამყაროშიც არ მუშაობს ამ სამყაროს კანონები, ყოველ შემთხვევაში ის კანონები რასაც მეინსტრიმი ქადაგებს გაშმაგებთ.
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate "Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain." "El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
|