#62345376 · 7 Nov 2025, 01:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადღაა მზე და კაი ცხოვრება, ჩაიჯვა ამინდებმა კაი ხანია.
სოლგარის თხევად დ3-ს ვიღებ დიდი დოზებით, ენის ქვეშ ვიჩერებ რო მაქსიმალურად შეიწოვოს და 2 კვირაში სერიოზულად მომხოდა აშკარად. ექიმმა 3 თვე მაინც უნდა მიიღო დიდი დოზებითო, თან ზამთარია ეხლა და მზე რო არაა უეჭველი უნდა გააგრძელო მერეც შემანარჩუნებელი დოზებით მიღებაო.
ჩვენთან წელიწადში 8 თვე მზე არაა სტაბილურად და გამოდის სულ უნდა მიიღო დანამატის სახით დ ვიტამინი.
chipmunck*
ციყვო, კონკრეტული ორგანოს პრობლემა არაფერ შუაშია, შეიძლება დეფიციტი გქონდეს რომელიმე ან რამოდენიმე მიკრონუტრიენტის, იქნება ეს დ ვიტამინი თუ ბ ჯგუფის რომელიმე ვიტამინები (ბ9 და ბ12 მაგალითად), ხოდა საჭირო ხდება დანამატების მიღება დიდი დოზებით მაგ დროს რო შეივსოს მარაგები და სიმპტომები გაქრეს.
ომეპრაზოლს ვიღებდი 1 თვე და ვაბშე ყველაფრის დეფიციტი ამკიდა, რკინის, ბ9, ბ12, კალცი, მაგნიუმი, დ ვიტამინი - ესენი რაც დანამდვილებით ვიცი და კიდე ალბათ თუთია და სპილენძი და მსგავსი ნარჩენი მინერალებიც დეფიციტში წავიდა, ხოდა მაგდენი რამე რო დაგაკლდება, ანჰედონია რა მოსტანია, ლოგინიდან ადგომის ტრაკი რო გქონდეს მადლობა უნდა თქვა.
|