მოგესალმებით, ძვირფასო ფორუმელებო!
2025 წელი უკვე ისტორიას ბარდება და კარზე 2026 მოგვადგა. ტრადიციულად, ყველა სვამს კითხვას — „რა იქნება?“ მაგრამ, მოდით, ჩვენ ეს კითხვა დოკუმენტურად ვაქციოთ.
გთავაზობთ, შევქმნათ ერთგვარი „ფორუმის დროის კაფსულა“
წესები მარტივია:
1. ჩამოწერეთ თქვენი პროგნოზი 2026 წლისთვის (იქნება ეს პოლიტიკა, სპორტი, ტექნოლოგიები თუ პირადი ცხოვრება).
2. იყავით თამამები — ყველაზე გიჟური იდეებიც მოსულა!
3. 2026 წლის დეკემბერში ამ თემას ამოვწევთ** და ერთად ვნახავთ, ვინ აღმოჩნდა ნოსტრადამუსი და ვინ — „ჩაიდანი“.

აი, ჩემი ხედვა და პროგნოზები, რომლებსაც საჯაროდ ვაფიქსირებ:
1. AI რევოლუცია და რობოტები
ხელოვნური ინტელექტის განვითარება კი არ შენელდება, არამედ კვანტურ ნახტომს გააკეთებს. ვფიქრობ, 2026 წლის ბოლოსთვის განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, იაპონია) მაღაზიის დახლებზე უკვე ვიხილავთ გასაყიდად გამოტანილ ჰუმანოიდ რობოტ-ასისტენტებს. "I, Robot" რეალობა ხდება.
2. მუნიდიალი 2026 — სენსაციების წელი
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ველოდები სრულიად მოულოდნელ ფინალს. არანაირი ესპანეთი-საფრანგეთი... ჩემი პროგნოზით, თასს აღმართავს გუნდი, რომელსაც ახლა არავინ თვლის ფავორიტად .
3. გეოპოლიტიკური გარდატეხა
მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2026 წელს საბოლოოდ დასრულდება.
4. კოსმოსი და ტექნოლოგიები
Starship-ის პირველი წარმატებული და სტაბილური მისიები შესრულდება, რაც მარსზე კოლონიზაციის გეგმებს რეალურს გახდის.
5. ეკონომიკა/კრიპტო
ბიტკოინის ფასი წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად დაეცემა, ხოლო წლის ბოლოს ზრდა დაიწყება და შესაძლოა ახალი რეკორდები მოხსნას
---