#62343085 · 5 Nov 2025, 14:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Win777
| QUOTE | 10 დან 20 წლამდე ამასთან რა საერთო აქვთ მაგ ტერმინებს ?
10 დან 20 წლამდე ეს სკალა სამართლის ენაზე როგორ არის ? |
ავიღოთ ორი შემთხვევა: 1. მკვლელობა, რომელიც მოხდა წინასწარი განზრღახვით, მაგრამ ერთი გასროლით და სასამართლოზე მტკიცდება რომ მოკლული წლების განმავლობაში აწამებდა მკვლელს 2. მკვლელი უთვალთვალებდა ყოფილს ცოლს 2 თვე, რის შემდეგაც დახვდა სადარბაზოსთან და დანით მიაყენა 50 ჭრილობა, განსაკუთრებული სისასტიკით.
ეს ორივე თეორიული ქეისია, მაგრამ მოსამართლე რომ იყო, ორივე მკვლელს ერთნაირად დასჯი?
ალბათ არა, ჰო? ე.ი. გამოიყენებ შენს, ანუ მოსამართლის, დისკრეციულ უფლებას განზასღვრო კონკრეტული მსჯავრდებულის სასჯელის ოდენობა.
რაც შეეხება "დისპოზიციას", ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს კანონის ჩანაწერს - მკველობის ნორმის დისპოზიციაა თუ რა არის მკვლელობა (სიცოცხლის მოსპობა) და რანაირად ისჯება მკვლელი.
ანუ, მოსამართლე, კანონის დისპოზიციით ხელმძღვანელობს და იყენებს საკუთარი დისკრეციის უფლებას, კანონის ფარგლებში განსაზღვროს იყო თუ არა დანაშაული და თუ იყო, რა უნდა იყოს სასჯელი.
This post has been edited by GrigolS on 5 Nov 2025, 14:33
|